გიგანტური ანაკონდას საოცარი ფოტოები

გიგანტური ანაკონდას საოცარი ფოტოები

შვეიცარიელმა დაივერმა ექსკლუზიური მასალის მოსაპოვებლად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო და ბრაზილიაში, ამაზონის მდინარეში ჩაყვინთა, რათა გიგანტური ანაკონდასთვის გადაეღო ფოტოები. დაივერმა საოცარი ფოტოები გადაუღო ანაკონდას მის ბუნებრივ საცხოვრებელ პირობებში, წყალქვეშ.

მოგზაურმა ათი დღე დაჰყო ბრაზილიის შტატ მატო გროსო დო სულში. ამ დროის მანძილზე მან ექვსი სახეობის ანაკონდას გადაღება მოახერხა. ეს ყველაზე დიდი ჯიშებია, რაც დედამიწაზე არსებობს. გიგანტური მტაცებლები წყნარად ატარებდნენ თავიანთ ცხოვრებას, ცურავდნენ დაბინძურებულ წყალში ან თბებოდნენ ჭამის შემდეგ მზის ქვეშ. მათი ყურადღება მამაცმა ფოტოგრაფმა ვერ მიიპყრო.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს