"გული არაფერზე იტკინო... მე გზას გაგიკვალავ, შენ უკან გამომყევი" - მამა პეტრეს წერილი 13 წლის ქალიშვილს

"გული არაფერზე იტკინო... მე გზას გაგიკვალავ, შენ უკან გამომყევი" - მამა პეტრეს წერილი 13 წლის ქალიშვილს

მამა პეტრე კოლხის მიერ, შვილის მდინარეზე გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას "ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება მოყვა. 13 წლის გოგონას ფოტოები ზოგიერთი ადამიანისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით, მამა პეტრემ საკუთარ ქალიშვილს "ფეისბუქზე" მიმართა:

"მარი, კიდევ ერთი წერილის დაწერა დამჭირდა იმისთვის, რომ სათქმელი დაუფარავად გითხრა... კარგია, რაც მოხდა... ძალიან მიხარია, ორი დღეა შენს ფოტოებს აფრიალებენ დაუღალავად. ძალიან ბედნიერი ვარ, საკუთარი თვალებით რომ დაინახე, რა შეიძლება მოყვეს შენს ყოველ ნაბიჯს... არც იმის იმედი მაქვს, მავანმა წერილის პათოსი სწორად გაიგოს და შეაფასოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, შენ აუცილებლად მიმიხვდები სათქმელს. შენთვის არასდროს დამიძალებია ლეჩაქით და კოჭებამდე კაბით სიარული, არც ცეკვა-სიმღერა და აღარც შენი მომავალი კარიერული წინსვლა. არასდროს მომითხოვია, ჩემი ნაბიჯით შენ დამძიმდე და მთელი ცხოვრება მონობაში იყო, საზოგადოებრივი აზრს ემსხევრპლო და პიროვნულად ვერ განვითარდე...

პირიქით, ჩემგან ყოველთვის მხარდაჭერა გქონდა და გექნება მომავალშიც, აკეთო ის, რაც საუკეთესოდ გამოგივა და არასდროს დაინტერესდე სხვისი ცხოვრებით. ნურც დაბოღმილ ადამიანებს მიაქცევ ზედმეტ ყურადღებას, თუ შეგიძლია, გაუგე, თუ არადა, უბრალოდ მოისმინე და გაიარე... ყველას რომ პასუხი გასცე, მიზნამდე ვერ მიაღწევ... მთავარია, უფლის სწავლებას არ უღალატო, შეიყვარო არა მხოლოდ ის, ვინც გაფასებს, არამედ ისიც, ვინც ავადმყოფურად კრიტიკულია შენს მიმართ...

მამა პეტრეს 13 წლის ქალიშვილი, რომლის ფოტოს სკანდალი მოჰყვა, მოდელობისთვის ემზადება - სასულიერო პირის პირველი ინტერვიუ კრიტიკის შემდეგ

როგორც გითხარი, მიხარია, რომ ასე მოხდა, რადგან ადრიდანვე მსურს შეეგუო, როგორი ქარტეხილებით მოგიწევს სვლა... შენ თავისუფალი ხარ, უფალმა ყველაზე დიდი ჯილდო მოგანიჭა, მართო და აკონტროლო საკუთარი თავი. არავის აქვს უფლება შეგზღუდოს და არტახები დაგადოს... ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ კოჭებამდე შემოსილები უფრო მაკვირვებდნენ მათი გახრწნილებით, ვიდრე მოკლეკაბიანები, რომლებიც შინაგანი თავისუფლებით მიდიოდნენ უფალთან და არა მასობრივი აზრის მიერ დაზომბირებული მიდგომებით...

ერი ამ სიტუაციაში უწიგნურობის და საკუთარი კომპლექსების გამო იმყოფება... დაკომპლექსებული მდგომარეობით კი თავისუფლებას ვერასდროს იპოვის... შენ შეგიძლია ბევრი რამ შეცვალო... გახსოვდეს, ყველაფერი გამოგივა... ეს "შტორმებიც" საინტერესოა... სხვა მხრივ აზრი არ ექნებოდა ცხოვრებას... გული არაფერზე იტკინო... მე გზას გაგიკვალავ, შენ უკან გამომყევი, აუცილებლად გავინაპირებთ...", - ნათქვამია წერილში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს