აფხაზეთის სანაპიროზე მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა

აფხაზეთის სანაპიროზე მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა

აფხაზეთის სანაპიროზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ abaza.tv-მ სიუჟეტი მოამზადა. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, სოხუმის სანაპიროზე დამსვენებლები გაურკვევლი ინფექციური დაავადებების გამო ჩივიან. ხშირია მოწამვლის სიმპტომები, მაღალი ცხელება, დიარეა, რაც სოხუმის სტუმრების უკმაყოფილებას იწვევს. გამოდის, რომ რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან ზღვაზე გასარუჯად ჩამოსული ტურისტები ზოგჯერ მთელ შვებულებას სოხუმის საავადმყოფოში ატარებენ.

სოხუმის სანიტარული სამსახურის მთავარი ექიმი ალა ბელიაევა აცხადებს, რომ საგანგაშო არაფერია და დამსვენებლებს გადადუღებული წყლის მოხმარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ადგილობრივები მიჩვეული არიან წყალს, რომელსაც მოიხმარენ, ხოლო სტუმრები, რომელთა კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა სხვა პირობებსაა შეჩვეული, ახალ გარემოს და წყლის სხვა შემადგენლობას ვერ ეგუება და ასე რეაგირებს. ამასთან, დამსვენებლები ცურვის დროს ზღვის წყალს ყლაპავენ. ექიმის განმარტებით, სოხუმში ხდება შიდა დინებებით ზღვის წყლის შერევა იმ წყალთან, რომლითაც ქალაქი მარაგდება, თუმცა, სანიტარული სამსახური წყლის ხარისხს რეგულარულად ამოწმებს და ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები ჯერ არ აღმოჩენილა. მისი თქმით, ბავშვები ხშირად მზის დაკვრას იღებენ, რისი სიმპტომებიც ძალიან ჰგავს მოწამვლის სიმპტომებს.

"ზღვის წყლის დალევა არ შეიძლება არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ჭუჭყიანია ან უგემური, არამედ დიდი რაოდენობით მაგნიუმის მარილების შემცველობის გამო ნაწლავში მოხვედრის დროს იგი მოქმედებს, როგორც საფაღარათო საშუალება. ამიტომ სანაპიროს დამსვენებლები, რომელთაც ზღვის წყალი გადაყლაპეს, ხშირად კუჭ-ნაწლავის დაავადებებს უჩივიან, რომლის სიმპტომები თავისთავად სწრაფად გადის. მაგრამ თუ სანაპირო წყალში არის ვირუსი ან მიკრობი, საჭიროა სერიოზული მკურნლობა", - ამბობს abaza.tv-ის კორესპონდენტი მარიანა კოტოვა.

მისი თქმით, ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, თუ მოწამვლის სიმპტომები 12 საათის განმავლობაში არ გადის და თან ტემპერატურის ზრდა ახლავს. მსგავსი ჩივილებით ათობით ტურისტი პატარა ბავშვებით ხელში სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში მიდის - ყველა მათგან ამ დღეებში ქალაქის სანაპიროებზე ბანაობდა.

იხილეთ სიუჟეტი

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს

ხვალიდან ავტობუსის კონტროლიორები აღარ იმუშავებენ - რა ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს

Ebg.ge, hotsale.ge, allwine.ge, readersland.ge და aptiaqi.ge კომპანიებს ონლაინ გაყიდვისთვის საკუთარი ელექტრონული კომერციის ვებ-გვერდებს სთავაზობენ