თელავში ტაქსის მძღოლმა ორსული ქალი დანიშნულების ადგილის ნაცვლად ტყეში წაიყვანა

თელავში ტაქსის მძღოლმა ორსული ქალი დანიშნულების ადგილის ნაცვლად ტყეში წაიყვანა

პოლიციელებმა თელავში დააკავეს ტაქსის მძღოლი, 29 წლის მამაკაცი, რომელმაც შსს-ს ინფორმაციით, მგზავრს, 23 წლის ორსულ ქალს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, ტაქსის მძღოლმა გოგონა დანიშნულების ადგილის ნაცვლად ქალაქგარეთ, შუამთის ტყეში წაიყვანა.

არაოფიციალური ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ქალის ახლობლები მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მასზე იძალადეს, რის შედეგადაც მამაკაცი საავადმყოფოში მოხვდა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა