კორპორაციები, რომლებიც მსოფლიოს აკონტროლებენ და მათი ნაწარმი, რომელსაც საქართველოში მოვიხმართ

კორპორაციები, რომლებიც მსოფლიოს აკონტროლებენ და მათი ნაწარმი, რომელსაც საქართველოში მოვიხმართ

პრაქტიკულად ყველაფერს, რასაც მაღაზიებში ყიდულობთ, რამდენიმე ერთეული ტრანსნაციონალური კომპანია აწარმოებს. წარმოგიდგენთ იმ კომპანიებს, რომლებიც მსოფლიო სამომხმარებლო ბაზარს აკონტროლებენ.

Kraft Foods

კომპანია 1903 წელს დააარსა ჯეიმს კრაფტმა. მისი პროდუქცია იყიდება მსოფლიოს 155 ქვეყანაში. საქართველოში ამ კომპანიის ნაწარმიდან გაყიდვაშია ”ალპენ გოლდი”, ”მილკივეი”, ”თამბლერონი”, ყავა ”კარტ ნუარი”, ”ჯაკობსი” და ”მაქსველ ჰაუსი”.

Nestle

საკვები პროდუქტების მთავარი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანიას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წლიური შემოსავალი გააჩნია. საქართველოში გაყიდვაშია ”ნესკაფე”, ”კიტკეტი”, ”ნესკვიკი”, შოკოლადი ”რასია”, ”ნათსი”, და ა.შ.

Procter & Gamble

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი რეკლამების შემკვეთი, რომლის სარეკლამო ხარჯებიც 8 მილიარდი დოლარია წელიწადში. კომპანიის ძირითადი ბრენდებია: ”ფეირი”, ”ტაიდი”, ”მისტერ ქლინი”, ”ლენორი”, ”პამპერსი”, ”ოლვეისი”, ”ტამპაქსი”, ”დისკრიტი”, ”უოშ ენდ გოუ”, ”ჰედ ენდ შოლდერსი”, ”პანტენი”, ”კამეი”, ”ოლდ სპაისი” და მრავალი სხვა.

Johnson & Johnson

კოსმეტიკის, სანიტარულ-ჰიგიენური და სამედიცინო პროდუქტების მწარმოებელი. კორპორაციის შემადგენლობაში 230 შვილობილი კომპანიაა. ის სამედიცინო პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.

Unilever

საკვები პროდუქტების და პარფიუმერიის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი. საქართველოში კორპორაციის შემდეგ ბრენდებს შეხვდებით: ”ლიპტონი”, ”რექსონა”, ”აქს ეფექტი” და ა.შ.

Mars, Inc.

მარსის პროდუქციას ყოველი ჩვენგანი ყოველდღიურად მოვიხმართ. ის აწარმოებს ”ემ ენდ ემსს”, ”სნიკერსს”, ”მარსს”, ”ბაუნტის”, ”ტვიქსს”, ”სკითლზს”, ”ვისკასს”, ”ჯუსი ფრუტს” და ა.შ.

PepsiCo

ფორმალურად კორპორაცია 1965 წელს დაარსდა. ჩვენთან მათი წარმოებული პროდუქციიდან იყიდება: ”7up”, ”მაუნთინ დიუ”, ”მირანდა”, ”აკუა მინერალე”, წვენი ”ია”, ”J-7”, ”ფრუქტოვი სადი”, ”ლეისი”, ”ადრენალინ რაში”, ”ჩუდო” და სხვა.

Coca-Cola

კონცენტრატების და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი მსოფლიოში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ამერიკაში. საკუთარ პროდუქციას მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. საქართველოში მისი სავაჭრო ნიშნებია: ”კოკა კოლა”, ”ფანტა”, ”სპრაიტი”, ”შვეფსი”, ”დობრი”, ”ბონ აკუა” და ენერგეტიკული სასმელი Burn.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს