მეცნიერებმა ორი დღემდე უცნობი ცხოველი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ორი დღემდე უცნობი ცხოველი აღმოაჩინეს

ტიბეტის ავტონომიურ რაიონში ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გველის და ბაყაყის დღემდე უცნობი ჯიშები. ქალაქ გირონგის შესასვლელთან ზოოლოგებმა Gloydius halys-ს ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ეს გველების ჩაღრმავებულთავიანი ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც შხამიანია. თუმცა აღმოჩენილი სახეობა მკვლევარებს პირველად გადაეყარათ.

ამასთან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ზეითუნის ბაყაყის (Rana cascadae) ერთ-ერთი დღემდე უცნობი სახეობა. ადრე ზოოლოგებს ამ ჯგუფის წარმომადგენლები მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შეხვედრიათ.

ზოოლოგების ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობას ასზე მეტი სპეციალისტი იღებს, ტიბეტში 2013 წლიდან მიმდინარეობს. მეცნიერებს აქვთ შემდეგი ამოცანა - შეაგროვონ ცნობები 80-ზე მეტი პოპულაციის შესახებ, რომლებიც გადაშენების პირას არიან და აგრეთვე, მათი არეალის შესახებ. კვლევის მონაწილეები საქმიანობის დასრულებას 2016 წელს გეგმავენ. ბოლოს ასეთი ექსპედიცია ტიბეტში 1998-2001 წლებში ჩატარდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს