ახმეტის გამგებელი გათავისუფლებულ თანამშრომელს ხუთი თვე ხელფასს აძლევდა და პრემიაც ჩაურიცხა

ახმეტის გამგებელი გათავისუფლებულ თანამშრომელს ხუთი თვე ხელფასს აძლევდა და პრემიაც ჩაურიცხა

დავით ახალკაციშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობაზე ოჟიოს თემში წლების განმავლობაში მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რწმუნებულის თანამდებობის ტრანსფორმაციის გამო, ის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა იმავე სოფელში. გამგებლის წარმომადგენლის ხელფასი 970 ლარია.

2014 წლის დეკემბერში გამგეობაში ჩატარებული კონკურსის დროს დავით ახალკაციშვილმა პირველივე ეტაპი (ტესტირება) ვერ გადალახა. ამის გამო, 2015 წლის 2 თებერვალს, ოჟიოში გამგებლის წარმომადგენლად, გამგებელმა ბექა ბაიდაურმა სხვა პირი დანიშნა. დავით ახალკაციშვილის სამსახურიდან გათავისუფლებაზე კი გამგებელს შესაბამისი ბრძანება არ გამოუცია.

ამის შედეგად, გამგებლის წარმომადგენლის ერთ საშტატო ერთეულზე ფორმალურად, ერთდროულად ორი პირი აღმოჩნდა.

დავით ახალკაციშვილს "გათავისუფლებიდან" ხუთი თვის განმავლობაში, თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, საბანკო ანგარიშზე ხელფასი სრულად, 970 ლარის ოდენობით ერიცხებოდა. უფრო მეტიც, მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 6 აპრილის N444-ე ბრძანებით, მას სააღდგომო პრემიაც მიეცა. ამავე პერიოდში ხელფასი და პრემია ერიცხებოდა გამგებლის წარმომადგენლად ლეგიტიმურად დანიშნულ პირს სოსო ჯავახიშვილსაც.

"აღნიშნული ფაქტის გამჟღავნებისთანავე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაშვებული სამართალდარღვევის გამოსწორებაზე ფიქრი დაიწყეს და გამოსავალიც ერთობ მარტივი მოიფიქრეს - 2 თებერვლის თარიღით შეადგინეს ბრძანება დავით ახალკაციშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სარეგისტრაციო ნომერიც შესაბამისი მიანიჭეს (№73) და საკანცელარიო ჟურნალში წინასწარ სპეციალურად გამოტოვებულ ადგილას "ჩაამატეს", - ამბობს იურისტი გელა შაშიაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა