ქუთაისელი ელენე ბოყოველი თურქეთის ჩემპიონი გახდა

ქუთაისელი ელენე ბოყოველი თურქეთის ჩემპიონი გახდა

თურქეთის ქალაქ სტამბულში, კომპანია "ნაიკმა" გარბენში ფესტივალი ჩაატარა, რომელშიც ქუთაისელი ელენე ბოყოველი მონაწილეობდა. 29 წლის ელენე ფესტივალის გამარჯვებული გახდა. როგორც ელენემ "ნიუპრესს" განუცხადა, რთული შეჯიბრება იყო, თუმცა 50 ადამიანს გაუსწრო და პრიზის მფლობელიც გახდა.

"ცოტა გამიჭირდა, მაგრამ შევძელი და დავამარცხე 50 მონაწილე და პრიზის მფლობელიც გავხდი. იმედი მაქვს, მომავალ აქტივობებშიც წარმატებულად ვიასპარეზებ",- აღნიშნა ელენე ბოყოველმა.

ელენე ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა 31-ე საჯარო სკოლა. საქართველოს დატოვება კარიერული წინსვლისთვის დასჭირდა. 9 წელია, რაც საზღვრებს გარეთ ცხოვრობს.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა