მეცნიერებმა ოკეანის ფსკერზე უცნობი მონსტრი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ოკეანის ფსკერზე უცნობი მონსტრი აღმოაჩინეს

ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოკეანის ფსკერზე უცნობი სახეობის თევზი აღმოაჩინეს. კვლევის შესახებ მოკლე დასკვნა უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე განთავსდა, სრულად კი სამეცნიერო ჟურნალ Bionee-ში გამოქვეყნდა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, მეცნიერებმა მექსიკის ყურეში უცნობი თევზის სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც Ceratiod-ს ოჯახს მიეკუთვნება. მათ აგრეთვე ზღვის ეშმაკებს უწოდებენ.

თევზების ეს ოჯახი გამოირჩევა იმით, რომ მათი წრმომადგენლები დიდ სიღრმეში ცხოვრობენ. ეს მტაცებელი თევზები ისე გამოიყურებიან, თითქოს ბუნებამ სპეციალურად საშინელებათა ჟანრის ფილმებისთვის შექმნა. თევზს დიდი თავი აქვს გიგანტური ყბებით, რომელიც სავსეა ეშვებით. ამასთან, მათ გააჩნიათ ერთგვარი ”ანკესი”, წანაზარდი თავზე, რომელიც ანათებს და რომლის მეშვეობითაც მტაცებელი მსხვერპლს იტყუებს.

თუმცა ადამიანებს ამ მონსტრისგან საფრთხე არ ელით. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის საშუალოდ, ერთი კილომეტრის სიღრმეზე ბინადრობს, სადაც მზის სხივი არ აღწევს და ამ სიღრმეზე ადამიანს ჩასასვლელად სპეციალური სასუნთქი მოწყობილობა ჭირდება. ამასთან, მისი ზომა სულ რაღაც 10 სანტიმეტრია. მეცნიერები ამბობენ, რომ თევზი ძველ კუზიან ჩექმას ჰგავს, რომელსაც ლურსმნები აქვს ამოვარდნილი. თევზი თავისი ფორმებით უნიკალურია წყლის სამყაროში.

ორიგინალი სტატია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს