თიანეთელმა სპორტსმენებმა ორი რეკორდი დაამყარეს

თიანეთელმა სპორტსმენებმა ორი რეკორდი დაამყარეს

თიანეთის სახალხო დღესასწაულ "თიანეთობა 2015"-ზე, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა - გიორგი მათურელმა და ნოდარ ცალუღელაშვილმა მუშტებზე აზიდვებში რეკორდები დაამყარეს. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ. დავით უსუფაშვილმა სპორტსმენები საქართველოს რეკორდების ფედერაციის სერთიფიკატებით დააჯილდოვა.

გიორგი მათურელისთვის გუშინდელი სარეკორდო ასპარეზობა რიგით მეექვსე იყო. 28 წლის ძალოსანს წარსულში ხუთი რეკორდი აქვს დამყარებული აზიდვების სხვადასხვა სახეობებში. ამჯერად მან 28.9 კგ (60 ფუნტის ეკვივალენტი) წონის ტვირთით, მარჯვენა ხელის მუშტზე ერთ წუთში 60-ჯერ აიზიდა და საუკეთესო შედეგი აჩვენა.

წარმატებული დებიუტი ჰქონდა 24 წლის ნოდარ ცალუღელაშვილსაც. მან 45-კილოგრამიანი ზურგჩანთით ორივე ხელის მუშტზე ერთ წუთში 58 აზიდვა შეასრულა. ამ სახეობაში სარეკორდო შედეგი სხვადასხვა დროს ეკუთვნოდათ ქართველ, ამერიკელ და ფრანგ სპორტსმენებს, უკანასკნელი მიღწევის ავტორი კი გიორგი მათურელი იყო, რომელმაც 2 თვის წინ თიანეთში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე 38 აზიდვა შეასრულა.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა