ვერძი
რამდენიმე საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. ზოგიერთს - საზღვარგარეთიდან, ან უცხოელი პარტნიორებისგან. უარს ნუ იტყვით, ცხოვრების გაუმჯობესება გელით.
კურო
სამსახურის და საოჯახო საქმეებიც თქვენგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს.
ტყუპი
დღეს უამრავ საკითხს მოაგვარებთ. პარტნიორებთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები.
მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.
კირჩხიბი
პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გელით. ამიტომ, დღე სამსახურის საქმეებს დაუთმეთ.
ლომი
სირთულეების დასაძლევად გავლენიანი მეგობრები და ნათესავები დაიხმარეთ. კარგი დღეა საჭირო ინფორმაციების შესაგროვებლად.
ქალწული
ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და გარშემო მყოფებსაც გააცანით თქვენი იდეები. გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან.
სასწორი
ყველა მნიშვნელოვანი საქმე - საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები - შუადღის შემდეგ დანიშნეთ. დილას გამოიძინეთ, ივარჯიშეთ.
მორიელი
ეს დღე საინტერესო მოვლენებით დაგამახსოვრებთ თავს. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გვერდით ერთგული და გამოცდილი ადამიანი დაიყენეთ.