რა მანქანებით დადიან მესი და სხვა ბარსელონელები?

რა მანქანებით დადიან მესი და სხვა ბარსელონელები?

გუშინ თბილისში მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული "ბარსელონა" ჩამოვიდა. თბილისშია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ლეგენდად ქცეული არგენტინელი ლიონელ მესიც, რომელიც, ბევრი გულშემატკივრის აზრით არა მარტო თანამედროვეობის, არამედ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენი ჟურნალის მკითხველებისთვის პირველ რიგში საინტერესოა, თუ რომელი ავტომობილები ჰყავთ ლეო მესის და "ბარსას" სხვა ვარსკვლავებს.

როგორც იცით, საფეხბურთო გრანდებს კონკრეტული სპონსორები ჰყავთ და მათი ფეხბურთელებიც ვალდებულები არიან, რომ ვარჯიშებზე სწორედ სპონსორების მიერ ნაჩუქარი ავტომობილებით იარონ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი მოხმარებისთვის მათ სხვა ავტომობილებით გადაადგილება ეკრძალებათ. ამიტომაც, მილიონერი ფეხბურთელები ვარჯიშებზე სპონსორი მარკის მოდელებით დადიან, პირადად კი სხვა მანქანები ჰყავთ.

მაგალითად, ტურინის "იუვენტუსის" მოთამაშეები "ჯიპებით" გადაადგილდებიან, რადგან Jeep იტალიური გრანდის გენერალური სპონსორია. "მანჩესტერ იუნაიტედს" ამერიკული "შევროლე" ასპონსორებს და ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ უეინ რუნის და კომპანიას ძირითადად "შევროლე კორვეტი" ან "შევროლე კამარო" ჰყავთ. რაც შეეხება "ბარსელონას": მესის, ნეიმარს, სუარესს და კომპანიას ავტომობილებით გერმანული ავტომწარმოებელი "აუდი" ამარაგებს (სხვათა შორის ისევე, როგორც მადრიდის "რეალს" და მიუნხენის "ბაიერნს").

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს