ჭუბერში VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ქვის ქურები იპოვეს

ჭუბერში VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ქვის ქურები იპოვეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ქვის ქურები იპოვეს, რომელზეც რკინას ამუშავებდნენ. სპეციალისტების ვარაუდით, ამ ადგილზე მეტალურგიულ ობიექტზე დასაქმებულთათვის განკუთვნილი დასახლებაც უნდა იყოს. სამუშაოებში ჩართული მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ქურების არსებობა რკინის წარმოებაზე, დნობასა და მის იმპორტ-ექსპორტზე პირდაპირ მიუთითებს.

"ეს უკვე ამტკიცებს, რომ ქართველები მსოფლიო რკინის მეტალურგიაში ვართ არა მარტო პიონერები, არამედ ნოვატორები. ეს არ არის მარტო სიახლე ტექნოლოგიებში, ეს არის ახალი ეპოქა. ამასთან, ჩვენ არ ვიცოდით, რომ სვანეთში შეიძლებოდა ასეთი მძლავრი რკინის მეტალურგია ყოფილიყო", - განაცხადა ისტორიის დოქტორმა გიორგი ბერიძემ.

წყარო: livepress.ge

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა