პროფესორმა მკლავზე ყური გაიზარდა, რომელიც ინტერნეტს იჭერს

პროფესორმა მკლავზე ყური გაიზარდა, რომელიც ინტერნეტს იჭერს

ავსტრალიელმა პროფესორმა და  ხელოვანმა მკლავზე ყური გაიზარდა. ახალი პროექტის ფარგლებში სტელარკი თითქმის ათი წელი მუშაობდა. მან ბიოპოლიმერი საშენი ყურის ფორმით კანქვეშ ჩაიმონტაჟა და ექვს თვეში სისხლძარღვები და კანი მის ირგვლივ გაიზარდა.

ახლა ის აპირებს ყურის ბიბილოს გაზრდას და მასში მიკროფონის და უკაბელო გადამცემის ჩადგმას, რათა ინტერნეტთან წვდომის საშუალება ჰქონდეს. მისი მიზანია ხალხს შეეძლოს მასთან უკაბელო ინტერნეტით დაკავშირება და იმის გაგონება, თუ რა ესმის ყურს.

სტერლაკმა არხ ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა: ”ეს ყური ჩემთვის არაა, ორი ყური მაქვს, რომლითაც მშვენივრად მესმის. ეს ყური დისტანციური სასმენი აპარატია ხალხისთვის. მათ საშუალება ექნებათ, მოისმინონ საუბარი ან კონცერტის ხმები, ყველანაირი ხმოვანება იმის მიხედვით, თუ სად ვიქნები. სადაც მე ვიქნები, იქ იქნებიან სხვებიც. წარმოიდგინეთ, მე რომ შემეძლოს ნიუ-იორკში მყოფი ადამიანის ყურებით მოსმენა”.

პროფესორი მუშაობს მანქანასა და ადამიანის ორგანიზმს შორის გამყოფი ბარიერების გაქრობაზე და ეს ექსპერიმენტიც ადამიანურ-რობოტული შერწყმის საზღვრების გაფართოების მცდელობაა.

ორიგინალი სტატია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს