"იმქვეყნიური ჯოჯოხეთი ჩვენ ვეღარ გაგვაკვირვებს, სისოცხლეშივე ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ"

"იმქვეყნიური ჯოჯოხეთი ჩვენ ვეღარ გაგვაკვირვებს, სისოცხლეშივე ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ"

სამტრედიაში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, 2013 წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შესახლებული 45 ოჯახი გასახლებას ითხოვს. ახალი ხელისუფლების დროს დევნილებისათვის გადაცემული ფართი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაინგრეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ე.წ. გიფსო კარდონით არის აგებული და ნესტისგან მთლიანად დალპა. ასევე აყრილია იატაკი და ჭერიდან წყალი ჩამოდის.

"კედლები დალპა, ჭერიდან წყალი ჩამოდის, ონკანში წყალი არ მოდის, სახლში კიდევ ლეღვის ხეები ამოდის. ნებისმიერ დროს შეიძლება შენობა დაინგრეს. სახლის გასაღები კამერების წინ მაშინდელმა მინისტრმა დათო დარახველიძემ რომ მომცა, მაშინვე სახლში ავედი და ონკანი რომ მოვუშვი, წყალი არ წამოვიდა, ვიფიქრე ახლავე ჩავალ და ვეტყვი-თქო, მაგრამ კამერების წინ პოზიორობა უკვე დასრულებული ჰქონდა და წასული დამხვდა", - აცხადებს კორპუსის მკვიდრი.

დევნილებისთვის საცხოვრებლად გადაცემული უვარგისი კორპუსი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ერთადერთი პრობლემა არ არის. კორპუსთან ახლოს ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი შენობაა, რომელიც დანგრეულია, ნანგრევებზე კი ეკალ-ბარდებია ამოსული.

"სახლში გველები, ვირთხები და მწერები ისე შემოდიან, თითქოს და არაფერი. იმქვეყნიური ჯოჯოხეთი ჩვენ ვეღარ გაგვაკვირვებს, სისოცხლეშივე ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ,"- აცხადებენ დევნილები.

იხილეთ ვრცლად

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა