ბავშვები ინფორმაციის უდიდეს ნაწილს მშობლების ქმედებებზე დაკვირვებით იღებენ. ასე რომ, მეტად იფიქრეთ თქვენს ქმედებებზე და ასწავლეთ მათ ყველაფერი საუკეთესო, რაც მომავალში ცხოვრებაში დაეხმარებათ.
აი, რას სწავლობენ ბავშვები მშობლებისგან:
რას ნიშნავს ჯანსაღი ქორწინება
რაც უფრო ჯანსაღი და შემდგარია თქვენი ქორწინება, მით მეტი შანსი აქვს თქვენს შვილს, რომ მომავალში ოჯახურ ბედნიერებას იპოვის.
რას ნიშნავს პატივისცემა
პატივისცემის სწავლა ძნელია, მაგრამ თუ წინ მაგალითები გაქვს, ეს თავისთავად გაგიჯდება გონებაში. საუკეთესო, რაც ბავშვისა და ოჯახისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, არის პატივი სცეთ თქვენს მეუღლეს.
რა არის ვალდებულებები
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ოჯახის თითოეულმა წევრმა უნდა შეასრულოს გარკვეული ვალდებულებები. რაკი ბავშვი ჯერ პატარაა, მისი ვალდებულებებიც ნაკლებია – დროულად ჭამოს და დაწვეს დასაძინებლად. თუმცა როდესაც ხედავს, რომ უფროსები თავიანთ ნამდვილ ვალდებულებებს არასდროს გაურბიან და არც წუწუნებენ ამის გამო, ეს ბავშვებისთვის დიდი მაგალითია. განაგრძეთ კითხვა