10 დასამახსოვრებელი რამ, რაც აუცილებლად უნდა გამოცადოთ ცხოვრებაში

10 დასამახსოვრებელი რამ, რაც აუცილებლად უნდა გამოცადოთ ცხოვრებაში

ყოველ დღე ჩვენ სხვადასხვა საქმეებით ვართ დაკავებული და ვერც ვამჩნევთ, როგორ გარბის ცხოვრების წლები. ზოგჯერ სულ გვავიწყდება შემოქმედებითობა, რომლის ყიდვაც შეუძლებელია, ის მხოლოდ უნდა შეიქმნას. წარმოგიდგენთ ათ რჩევას, რაც აუცილებლად უნდა განახორციელოთ, რომ ემოციური მოგონებები ცხოვრების ბოლომდე გაგყვეთ.

1. გადაარჩინეთ ვინმეს სიცოცხლე

ჩააბარეთ სისხლი, შეწირეთ ფული ოპერაციაზე. ისწავლეთ პირველადი დახმარების გაწევა. იქნებ ოდესმე ვინმეს სიკვდილისგან გადარჩენა მოგიწიოთ.

2. შეწირეთ თქვენი ნივთები გასაჭირში მყოფ ადამიანებს

ხშირად ნაგავში ვყრით ისეთ ნივთებს, რაც შეიძლება სხვებს ჭირდებოდეთ. ჯობს რაც არ გჭირდებათ, სხვას აჩუქოთ.

3. დარგეთ ხე ან გააშენეთ ბაღი

თუ აგარაკი ან პატარა ეზო არ გაქვთ, შეგიძლიათ ეს პარკში ან ტყეში გააკეთოთ. მერე რა, რომ ამას ვერავინ დაინახავს, გააკეთეთ ეს პლანეტისთვის, უკეთესი მომავლისთვის.

4. იმგზავრეთ ავტოსტოპით

გარისკეთ, ეს ამად ღირს! ახალი შთაბეჭდილებები, ნაცნობობა და შეუცნობელის დავიწყებული შეგრძნება გელით წინ.

5. შეისწავლეთ უცხო ენა და გაიჩინეთ მეგობარი ამ ქვეყნიდან

ყოველი ენა ეს ახალი პიროვნებაა თქვენში. ახალი ენა მთელი კულტურაა. ნუ მოაკლებთ თავს ასეთ სიამოვნებას. რაც მეტი ენა გეცოდინებათ, მით უფრო შეიმეცნებთ სამყაროს.

6. მოეწყვეთ მოხალისედ

არაფერია იმაზე კარგი, ვიდრე ადამიანების დახმარება. დაალაგეთ პარკი, დაეხმარეთ უსახლკაროებს, დააპურეთ მშივრები, გადაიყვანეთ მოხუცები გზაზე. მოკლედ, გამოავლინეთ ადამიანური თვისებები.

7. ერთი კვირით იცხოვრეთ ცივილიზაციისგან მოწყვეტით

ინტერნეტის, ტელევიზორის, ტელეფონის, კომპიუტერის, ხალხის და კომუნიკაციის საშუალებების გარეშე. გაატარეთ ასე ერთი კვირა და სხვა ადამიანი დაბრუნდებით უკან. გაიწმინდავთ გონებას და სულს.

8. იპოვნეთ ძველი ფოტო, რომელზეც მეგობრებთან ერთად ხართ გადაღებული, შეკრიბეთ იგივე მეგობრები და გადაიღეთ ანალოგიური ფოტო

ალბათ ძველ ფოტოზე ასახული მეგობრები და ნაცნობები უკვე წლებია არ გინახავთ, ეს კი მშვენიერი მიზეზი იქნება უთიერთობის აღსადგენად.

9. მოუწყვეთ სურპრიზი საყვარელ ადამიანებს

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი გაქვთ ფული. უბრალოდ მოაწყვეთ ბინა ბუშტებით, გამოაცხვეთ ტორტი, მთავარი არა ღირებულება, არამედ ემოციების სიძლიერეა, რომელსაც სურპრიზის შესრულებაში ჩადებთ.

10. არ გამოიყენოთ ერთი დღე-ღამე ელექტროენერგია

მაცივარიც კი არ ჩართოთ. დარჩით მარტო ბუნებასთან პირისპირ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს