ისტორიული აღმოჩენები, რომლებზეც მეცნიერებას პასუხები დღემდე არ გააჩნია

ისტორიული აღმოჩენები, რომლებზეც მეცნიერებას პასუხები დღემდე არ გააჩნია

დედამიწაზე არსებობს ბევრი არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელთა ისტორიაც ამოუცნობი და გაურკვეველია. წარმოგიდგენთ იმ ამოუხსნელ აღმოჩენებს, რომელზე პასუხიც დღემდე არავის გააჩნია.

გიგანტური ქვის ბურთები კოსტა რიკაში

იდეალურად მრგვალი ქვები არა მხოლოდ ვიზუალით, არამედ გაურკვეველი წარმომავლობით იწვევენ ინტრიგას. პირველად ისინი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში აღმოაჩინეს. ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ქვების შიგნით ოქრო იყო დამალული. მათი ნაწილი ააფეთქეს, მაგრამ შიგნით ვერაფერი აღმოაჩინეს. უცნობია, ვინ და რა მიზნით შექმნა ეს ბურთები.

ვოიჩინის ხელნაწერი

ვოიჩინის მანუსკრიპტი ყველაზე საიდუმლოებით მოცული წიგნია მსოფლიოში. მას არ ჰყავს ავტორი და გაურკვეველ ენაზეა დაწერილი. გვერდები სავსეა ამოუხსნელი სიმბოლოებით და ილუსტრაციებით. ის დაწერილია უნიკალური ანბანით, რომელიც არცერთ ასოთა სისტემას არ ჰგავს.

ინკების ოქროს ფიგურები

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ოქროს ფიგურები მფრინავ აპარატებს ჰგავს. რამ შთააგონა მათი შემქმნელები, უცნობია.

გენეტიკური დისკი

გენეტიკურ დისკზე გამოსახულია ისეთი ნივთები და პროცესები, რომლის დაკვირვებაც თანამედროვე ადამიანს მხოლოდ მიკროსკოპის საშუალებით შეუძლია. დისკზე ნაჩვენებია ჩასახვის და განვითარების პროცესი. ამ არტეფაქტის დამზადება პრაქტიკულად და თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო.

ანტიკიტერის მექანიზმი

ანტიკიტერის მექანიზმი ითვლება ყველაზე ძველ და ამოუცნობ მექანიზმად, კომპიუტერის პირველ ანალოგად. მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, რომ მექანიზმი მზის, მთვარის, პლანეტების გადაადგილებას, მზის და მთვარის დაბნელებას და ისეთ მოვლენებსაც კი წინასწარმეტყველებს, როგორიც ოლიმპიური თამაშებია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს