ნახევრად მცენარე და ნახევრად ცხოველი

ნახევრად მცენარე და ნახევრად ცხოველი

თუ ფიქრობთ, რომ შეუძლებელია ცოცხალი არსება ერთდროულად მცენარეც იყოს და ცხოველიც, ძალიან ცდებით. არსებობს ლოკოკინების რამდენიმე სახეობა, რომლებსაც ორგანიზმში გააჩნიათ ქლოროფილი და შეუძლიათ საკვები მზის სხივისგან მიიღონ.

ზღვის ლოკოკინა Elysia chlorotica ახერხებს რამდენიმე თვე მზის სხივების ხარჯზე ცხოვრებას, როგორც მცენარე. ეს ცხოველი გენებს პარავს წყალმცენარეებს, რომლებითაც იკვებება. გენები კი მას ეხმარება ფოტოსინთეზის განხორციელებაში.

ლოკოკინა Elysia chlorotica იკვებება წყალმცენარე Vaucheria litoera-თი. 1970 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ლოკოკინა ქლოროპლასტებს არ ინელებს, არამედ მათ თავის საჭმლის მომნელებელ სისტემაში რთავს. მომნელებელ სისტემაში ქლოროპლასტი აგრძელებს ფოტოსინთეზს ცხრა თვის მანძილზე (გაცილებით დიდხანს, ვიდრე წყალმცენარეების ორგანიზმში). ამ გზით გამოიმუშვებს ნახშირწყლებს და ცხიმებს, რაც ლოკოკინას საკვებ ღირებულებას აძლევს. კვების ცხოველურ რეჟიმში გადასვლა ლოკოკინას მაშინ უწევს, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ხვდება სიბნელეში, რადგან სიბნელეში ქლოროპლასტები კვდებიან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს