"რა მომავალ წლამდე შეჩერდებაო, ეპოქალურ აღმოჩენაზეა საუბარი! ხელფასი არ აიღოთ მომავალ წლამდე"

"რა მომავალ წლამდე შეჩერდებაო, ეპოქალურ აღმოჩენაზეა საუბარი! ხელფასი არ აიღოთ მომავალ წლამდე"

გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიური გათხრები, თანხების უქონლობის გამო, ხვალიდან შეჩერდება. ამ ამბავს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია ეხმაურება.

"მაინტერესებს საქართველოს მთავრობის ფსიქიური მდგომარეობა, ღმერთმანი! ამათ მართლა გონიათ, რომ სადღაც შუახევში, ან მარნეულში 30 კაციანი "საწარმოს" გახსნა ამაზე მნიშვნელოვანია ერის ცნობიერებისა და ყოფიერებისთვის?! საყდრისი ხომ დიმიტრი ტროიცკის გაატანეთ მოსკოვში, თბილისის ისტორიულ ნაწილში ხომ შუშის და ბეტონის კუბიკების გარდა აღარაფერი დარჩება მალე, ათასწლიან ეკლესია-მონასტრებს მეტალოპლასტმასის კარფანჯარა გაუკეთეთ და ანაფორიან ქაჯებს ჩაუგდეთ საჯიჯგნად (და ფულის საკეთებლად)! რად გვინდა საერთოდ კულტურის სამინისტრო?!

რა მომავალ წლამდე შეჩერდებაო, ეპოქალურ აღმოჩენაზეა საუბარი... მომავალ წლამდე, გაზაფხულამდე, რა წყალი და რომელი ქარი წაიღებს იმ სათუთ კვალს, რაც ათასწლეულებს გადაურჩა! ხელფასი არ აიღოთ მომავალ წლამდე, ბლ***! ნებისმიერი კულტურული ერი, მათ შორის - ჩვენი მეზობელი სომხები, დღესა და ღამეს გაასწორებდა იქ მუშაობით. მაგრამ ამათ რად უნდათ კულტურა... ნეტა არ გამოჩნდება ვინმე, "ინვესტორი", პირდაპირ რომ მივყიდოთ? სამაგიეროდ, შემოსული თანხებით პრემიებს დაიწერენ! არა, სახელფასო დანამატს, უკაცრავად...", - წერს გამსახურდია.

იხილეთ ასევე: თანხების უქონლობის გამო ხვალიდან გრაკლიანზე გათხრები შეჩერდება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს