ციფრული ლიპოსაქცია - წონაში კლების მეთოდი, რომელმაც ფემინისტები აღაშფოთა

ციფრული ლიპოსაქცია - წონაში კლების მეთოდი, რომელმაც ფემინისტები აღაშფოთა

პროექტმა "ჰარპუნმა" ასობით ფემინისტი აღაშფოთა მსოფლიოს მასშტაბით. დღეისათვის ნორმაა, ადამიანი მიიღო ისეთი, როგორიც არის. ზოგ გოგონას კი მოეჩვენა, რომ "ციფრული გახდომა" შეურაცხმყოფელი იყო ზედმეტი წონის მქონე ქალებისთვის და სხეულის სილამაზის სტერეოტიპების დამყარებას უწყობდა ხელს.

სინამდვილეში, პროექტის შემქმნელები უბრალოდ იღებენ შემთხვევით ფოტოს, რომელზეც ჭარბწონიანი გოგონაა გამოსახული და ფოტოშოპის საშუალებით მათ ათლეტურ აღნაგობას აძლევენ. "თუ ფემინისტებს და მათ მომხრეებს შეუძლიათ ვიდეოთამაშების პერსონაჟები ფოტოშოპში დაამუშონ და ისინი მსუქნები გახადონ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ავიღოთ მათი ფოტოები და ათლეტური და მიმზიდველი გარეგნობა მივცეთ?" - აცხადებენ პროექტის შემქმნელები.

პროექტ "ჰარპუნის" შემქმნელები მოუწოდებენ სხვებსაც, რომ შეიტანონ საკუთარი წვლილი პროექტში და ჭარბწონიანი გოგონების დამუშავებული ფოტოები სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე გამოაქვეყნონ.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს