მამამ შვილი მიატოვა - როგორ გადაუხადა სამაგიერო უკვე მოზრდილმა შვილმა

მამამ შვილი მიატოვა - როგორ გადაუხადა სამაგიერო უკვე მოზრდილმა შვილმა

"ჩემმა ქალიშვილმა ბოლოს მაშინ ნახა მამამისი, როცა 4 წლის იყო. ახლა 11 წლის არის. 2 წლის იყო, როცა უკვე საბოლოოდ თქვა უარი მამამისმა ოჯახზე, შემხვდა და მკითხა, შეიძლებოდა თუ არა მამის უფლებაზე ეთქვა უარი – ალიმენტი რომ არ გადაეხადა. დავთანხმდი... უბრალოდ, მინდოდა ჩემი შვილისთვის ზედმეტი დარდი ამეცილებინა თავიდან...

არასდროს მომიტყუებია შვილისთვის, თუ ვინ იყო მამამისი და სად წავიდა. ყოველთვის ვპასუხობდი, რაც შეიძლებოდა კორექტულად და პატიოსნად, მის შეკითხვებს მამაზე.

როცა 4 წლის გახდა ქალიშვილი, ყოფილმა ქმარმა მომძებნა და გამომიცხადა, რომ სიმსივნე აღმოუჩინეს და შვილის ნახვა უნდოდა უკანასკნელად. ყველა საქმე გადავდე და პარკში შევხვდი. მთხოვა, 2 საათი დაგვეთმო. თუმცა 20 წუთიც საკმარისი აღმოჩნდა მისთვის. იმ დროის მერე მის შესახებ არაფერი გამეგონა.

რამდენიმე წელიწადში ერთი საერთო ნაცნობი შემხვდა. ჩემს ქალიშვილზე მითხრა, როგორ ჰგავს შენი ყოფილი ქმრის ახალ ბავშვებსო. ისიც მიამბო, რომ ჩენს ყოფილს ახალი ოჯახი ჰქონდა. ამაზე ისე გავოგნდი, საუბრის უნარი დავკარგე. ჩემი გოგონასთვის უარესი შოკი იყო ამის გაგონება... გადავწყვიტე, მეტი არც არაფერი მეთქვა და გოგონასთან ერთად მანქანაში ჩავჯექი. გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს