როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს - ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

ყოველდღიურ ცხოვრებაში უბედური შემთხვევების რიცხვი არცთუ ისე მცირეა, ამიტომ ამ დროს თქვენ მიერ მიღებულმა სწორმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, სხვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც პირველადი დახმარებისთვის გამოგვადგება:

გულის შეტევა

გულის შეტევა (სტენოკარდია) განპირობებულია გულის კუნთის გარკვეულ ნაწილში სისხლის მომარაგების შემცირებით. ეს შეიძლება განპირობებული იყოს გულის მკვებავი სისხლძარღვის დახშობით ან შევიწროებით. გულის შეტევის დროს დაზარალებულის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის უბანში მოხდა სისხლის მიმოქცევის შეფერხება. არსებობს გულის გაჩერების საშიშროებაც.

კლინიკური სურათი

გულის არეში, განსაკუთრებით - მკერდის ძვლის უკან, აღინიშნება უეცრად განვითარებული ძლიერი ტკივილი და მოჭერის შეგრძნება. ადამიანი ადგილზე შეშდება. ტკივილი შეიძლება გადაეცეს უმეტესად მარცხენა ბეჭს, მარცხენა მხარს, წინამხარს, სხივის ძვლის გასწვრივ და განსაკუთრებით - ნეკათითს, კისერს, ქვედა ყბასა და კეფის გასწვრივ. ზოგჯერ ტკივილი მოიცავს მთელ გულმკერდს ისე, რომ ადამიანს სუნთქვა ეკვრის, ჰაერი არ ჰყოფნის. ზოგჯერ ტკივილი აღმოცენდება კუჭის არეშიც, გულის კოვზთან, რასაც შეიძლება თან ერთვოდეს გულისრევის შეგრძნება. ტკივილი ჩერდება მოსვენებულ მდგომარეობაში, თუმცა, შეიძლება მაშინაც აღმოცენდეს.

პირველადი დახმარება

გულის შეტევის დროს აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (კარდიოლოგიური ბრიგადის) გამოძახება. მანამდე კი საჭიროა გულზე დატვირთვის შემცირება. სასურველია, არ შეიცვალოს ავადმყოფის ადგილმდებარეობა. ის მოხერხებულად უნდა იწვეს. ნახევრად მჯდომარე მდგომარეობა, დაფიქსირებული თავითა და მხრებით, მუხლის სახსარში მოხრილი ფეხები საუკეთესო პოზაა გულის შეტევის დროს.

ავადმყოფი უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად მოსვენებულ მდგომარეობაში, უნდა დაიდოს ნიტროგლიცერინის აბი ენის ქვეშ. თუ ტკივილის შეტევა განახლდა, ნიტროგლიცერინი კვლავ მიიღოს 10-15 წუთის შემდეგ. გარდა ამისა, სასურველია ვალიდოლის ტაბლეტის ჩადება ენის ქვეშ ან მენთოლის 5%-იანი ხსნარის 4-5 წვეთით დასველებული შაქრის მოწუწნა.

გულის წასვლა

გულის წასვლა ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვას ეწოდება. ის განპირობებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე დარღვევით. პულსი იშვიათდება, კანი ცივი და ოფლიანია. გულის წასვლის მიზეზი შეიძლება იყოს ტკივილი, შიში, გადაძაბვა, დაღლილობა, შიმშილი და სხვა. გულის წასვლის შემდეგ ადამიანის მდგომარეობა სწრაფად აღდგება.

პირველადი დახმარება

დაზარალებული უნდა მოთავსდეს ზურგზე, ფეხები კი მაღლა ჰქონდეს აწეული; პირველ რიგში, მიეწოდოს სუფთა ჰაერი.

გონზე მოსვლის შემდეგ ადამიანი ნელ-ნელა უნდა წამოჯდეს; თუ გონზე მოსვლის შემდეგაც დაზარალებული თავს ცუდად გრძნობს, ზურგზე უნდა წამოწვეს და ფეხები ასწიოს, სანამ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

კრუნჩხვა

კრუნჩხვა განპირობებულია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევით. მას, უხშირეს შემთხვევაში, თან სდევს ცნობიერების დაბინდვა ან დაკარგვა. კრუნჩხვის გამომწვევი მიზეზი უამრავია: თავის ტრავმა, ტვინის სხვადასხვა დაავადება და სხვა. ბავშვთა ასაკში მისი განვითარება ხშირია სხეულის ტემპერატურის მომატების დროს. გარდა ამისა, კრუნჩხვა ხშირად არის ეპილეფსიის გამოვლენაც.

კრუნჩხვა ბავშვთა ასაკში

ბავშვთა ასაკში გამოვლენილი კრუნჩხვა შეიძლება იყოს ეპილეფსიით განპირობებული, უხშირესად კი მისი მიზეზი მომატებული სხეულის ტემპერატურაა. მას ფებრილური გულყრა ეწოდება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს