მისტიკური ფოტოები, რომელთა საიდუმლო დღემდე ვერავინ ამოხსნა

მისტიკური ფოტოები, რომელთა საიდუმლო დღემდე ვერავინ ამოხსნა

ეს ფოტო კუპერების ოჯახს ეკუთვნის, რომლებმაც ტექსასის შტატში თავიანთი პირველი სახლი იყიდეს. ფოტოს გამჟღავნების შემდეგ, მათ მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ ჭერიდან გამჭირვალე სხეული ვარდებოდა.

”მადონა და წმინდა ჯოვანინო” დომენიკო გირლანდაიოს ტილოა, რომელიც ფლორენციაში, იტალიაშია გამოფენილი. მარიას ზურგს უკან დახატულია დისკის მაგვარი მფრინავი ობიექტი, რომელსაც ცნობისმოყვარეობით უყურებენ ადამიანი და მისი ძაღლი.

არსებობს ლეგენდა, რომ დედამიწის ირგვლივ დაფრინავს თანამგზავრი, რომელსაც ”შავ რაინდს” ეძახიან. როგორც ამბობენ, მას შეუძლია მიიღოს და გაგზავნოს სიგნალები. მისი წარმომავლობის შესახებ არაფერია ცნობილი. ის პირველად 1957 წელს შეამჩნიეს, როდესაც საბჭოთა კავშირმა პირველი თანამგზავრი გაუშვა მსოფლიოს ისტორიაში.

მეხანძრე ჯიმ ტემპლტონმა საკუთარ ქალიშვილს ღია მდელოზე ფოტო გადაუღო. გამჟღავნების დროს მან უეცრად აღმოაჩინა, რომ გოგონას უკან ”კოსმონავტის” სილუეტი გამოისახა, თუმცა ფოტოს გადაღების დროს მდელოზე მამა-შვილის გარდა არავინ ყოფილა. კომპანია კოდაკმა ფოტოს ავთენტურობა დაადასტურა.

როდესაც ეს ფოტო ოთხმა მეგობარმა ნახა, უცნაური ვერაფერი შენიშნეს. მოგვიანებით მათ შეამჩნიეს ერთი ხედმეტი ხელი, რომელიც მისტიკურადაა ფოტოზე გამოსახული. ხელი ბიჭებისგან არცერთს არ ეკუთვნის და ფოტოს გადაღების დროს მათ უკან არავინ იდგა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს