როგორ გამოიყურება ბათუმი სტიქიის შემდეგ - დრამატული კადრები და დახმარების მოლოდინით იმედგაცრუებული მოსახლეობა

როგორ გამოიყურება ბათუმი სტიქიის შემდეგ - დრამატული კადრები და დახმარების მოლოდინით იმედგაცრუებული მოსახლეობა

ბათუმში მცხოვრებლები მერიის სამსახურებს მოუწოდებენ, საკანალიზაციო ჭები და სანიაღვრე არხები დროულად გაწმინდონ. როგორც  26 მაისისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე მცხოვრებლები აცხადებენ, ყველა შესაბამისმა სამსახურმა იცის, რომ ძლიერი წვიმის დროს ეს ტერიტორიები იტბორება. მოსახლეობა მერიის სამსახურებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ვიდეო: ბათუმი წვიმის შემდეგ: დატბორილი ობიექტები და სამაშველო სამუშაოები ქალაქში

"მოვიდა სამაშველო სამსახური და ჩვენი სახლის პირველ სართულს ტუმბავენ. დამისველდა ავეჯი, ახლა აღარ მჭირდება დახმარება. ამოტუმბავენ თუ თავისით გაიწოვს წყალი, სულ ერთია, მერიის სამსახურები ახლა კი არ უნდა ასუფთავებდნენ საკანალიზაციო ჭებსა და სანიაღვრე არხებს, ისინი მზიან ამინდში უნდა გამოვიდნენ და მოაწესრიგონ სისტემა. ჩვენი პრობლემის შესახებ მთელმა ქვეყანამ იცის. წელიწადში ხუთჯერ გვტბორავს და ტელევიზორით გადმოსცემენ ჩვენს პრობლემას. მხოლოდ მერიამ ვერ გაიგო, რომ დახმარება გვჭირდება", - აცხადებს მოსახლეობა.

ამ წუთებში ბათუმში აღარ წვიმს და სამაშველო და სახანძრო სამსახურები დატბორილი პირველი სართულების ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ავდრის მიუხედავად, ბათუმის სანაპიროზე ქალაქის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები გულიანად მუშაობენ"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია