მეცნიერი ამტკიცებს, რომ სიკვდილი არ არსებობს

მეცნიერი ამტკიცებს, რომ სიკვდილი არ არსებობს

რეგენერაციული მედიცინის სპეციალისტი და კომპანია Advanced Cell-ს სამეცნიერო ხელმძღვანელი რობერტ ლანცი, რომელიც ცნობილი გახდა უჯრედების კვლევის და გადაშენებადი ცხოველების კლონირებით, აცხადებს, რომ სიკვდილი არ არსებობს.

თავის წიგნში სახელწოდებით ”ბიოცენტრიზმი: ცხოვრება და ცნობიერება - სამყაროს რეალური ბუნების წვდომის გასაღები”, ლანცი ირწმუნება, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლე არ სრულდება, არამედ სამუდამოდ გრძელდება. მისი აზრით, სიკვდილი ილუზიაა, რომელიც ადამიანების ცნობიერში იქმნება, რადგან ადამიანი თავს თავის ”ფიზიკურ მატარებელთან” აიგივებს.

რამდენიმე წლის წინ მკვლევარი ფიზიკით დაინტერესდა, კვანტური მექანიკით და ასტროფიზიკით და ამ დისციპლინებით გადაწყვიტა, თავის მოსაზრება დაემტკიცებინა. ლანცის ვერსიით, ცნობიერება დროისა და სივრცის მიღმა არსებობს და შეიძლება ნებისმიერ ადგილას იმყოფებოდეს: ადამიანის სხეულში და მის მიღმაც.

წიგნის ავტორი დარწმუნებულია, რომ სამყარო სინამდვილეში მრავალია და ყოველი მათგანი შეიცავს სიტუაციების სხვადასხვანაირ განვითარებას. თუ ერთ სამყაროში სხეული მოკვდა, მეორეში ის ცხოვრებას აგრძელებს. მოკლედ რომ ვთქვათ, გარდაცვლილი გვირაბის გავლის შემდეგ ხვდება არა სამოთხესა ან ჯოჯოხეთში, არამედ ისეთივე სამყაროში, რომელშიც ცხოვრობდა, მაგრამ იქ ისევ ცოცხალია.

ლანცის კონცეფცია ახალი არაა, მაგრამ მისმა არგუმენტებმა ინტერნეტ-მომხმარებლები სერიოზულად ააღელვა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს