"ფეისბუქი" რუს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვაზე უარს აცხადებს

"ფეისბუქი" რუს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვაზე უარს აცხადებს

"ფეისბუქის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ სურთ რუსეთიდან შემოსული მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის შენახვა რუსულ სერვერებზე, რადგან ეს ნაბიჯი ეკონომიკურად უსარგებლოა.

ცოტა ხნის წინ გაიმართა შეხვედრა სკანდინავიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში "ფეისბუქის" საზოგადოებრივი პოლიტიკის დირექტორ ტომას კრისტენსენსა და როსკომდაზვერვის ხელმძღვანელს ალექსანდრ ჟიროვს შორის. "ფეისბუქის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია არ თვლის საჭიროდ, რუსების მონაცემები მათი ქვეყნის სერვერებზე განათავსოს.

კრისტენსენმა თავისი პოზიცია ახსნა იმით, რომ კომპანია ეკონომიკურ მოგებას ვერ ნახულობს. სოციალური ქსელის მენეჯერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ კომპანია არ თვლის თავისი მომხმარებლების ინფორმაციას პერსონალურ ინფორმაციად, რადგან ხალხს შეუძლია არასწორი მონაცემები შეიყვანოს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს