როგორ გავითეთროთ კბილები სტომატოლოგთან ვიზიტის გარეშე

როგორ გავითეთროთ კბილები სტომატოლოგთან ვიზიტის გარეშე

ბრიტანელი სტომატოლოგები მიიჩნევენ, რომ კბილები ბუნებრივად, ხელოვნური გათეთრების გარეშე უნდა იყოს თეთრი და ამის გაკეთება სახლის პირობებშიც შესაძლებელია შემდეგი ხერხებით:

1. სოდით გახეხვა

სოდას ისედაც უმატებენ კბილის პასტებში, სწორედ ისაა ბუნებრივი მათეთრებელი. შეურიეთ ჩაის კოვზის მეოთხედი სოდა წყალს და მასში დაასველეთ ჯაგრისი. ასეთი გათეთრება უსაფრთხო და ეფექტურია.

2. ჭამეთ მარწყვი და ვაშლი

ისინი შეიცავს მჟავას, რომელიც კბილებს ბუნებრივი გზით გათეთრებაში ეხმარება. მარწყვი ჭამეთ შაქრის გარეშე, ვაშლი კი კანიანად.

3. გამოივლეთ კბილებში მარილიანი წყალი

ერთი ჩაის კოვზი მარილი გახსენით თბილ, ანადუღარ წყალში და გამოივლეთ პირის ღრუში, მალევე შეამჩნევთ, როგორ დაიწყებს კბილის ემალი გამოთეთრებას.

4. გამოივლეთ ქოქოსის ზეთი

საკმარისია ერთი სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი ერთ პროცედურაზე. ზეთი იცავს ემალს გამუქებისგან და კბილებს და ღრძილებს აშორებს ბაქტერიებს.

5. გამოიყენეთ ელექტროჯაგრისი

ეს რეკლამა არ არის, უბრალოდ სტომატოლოგები აცხადებენ, რომ ელექტრონული ჯაგრისი 70 პროცენტით მეტ ნადებს აშორებს და უფრო სწორად წმენდს კბილებს, ვიდრე ჩვეულებრივი ჯაგრისი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს