"მარკეტინგული სიმბოლიზმი", ანუ რა ფარული აზრია ჩადებული ცნობილ ლოგოტიპებში

"მარკეტინგული სიმბოლიზმი", ანუ რა ფარული აზრია ჩადებული ცნობილ ლოგოტიპებში

ჩვენი ცხოვრება საიდუმლოებებითა და გამოცანებითაა აღსავსე. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ყოველდღიური რუტინით გართულებს მათ შემჩნევასაც კი ვერ ვასწრებთ. ოდესმე თუ დაფიქრებულხართ რა აზრი იმალება IT-ტექნოლოგიების ცნობილი მწარმოებლების ლოგოტიპებში?

Apple

კომპანია Apple-ის ლოგო - მოკბეჩილი ვაშლი, თანამედროვეობის ყველაზე დიდ "თავსატეხად" მიიჩნევა. მოსაზრებათა რაოდენობა, ლოგოში ჩადებული აზრისა და მნიშნელობის თაობაზე, ნახევარ ასეულს უკვე დიდი ხანია გასცდა. ერთ-ერთი მოსაზრებით, ლოგო სწორედ იმ ხილს განასახიერებს, რომლითაც ევამ ადამი შეაცდინა, რასაც კაცობრიობის ყველა უბედურება მოჰყვა. მეორე არანაკლებ ცნობილი ვერსიით, ლოგოს ძველი იერსახე, როდესაც ვაშლი ჯერ კიდევ ფერადი იყო, სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის იდეას ატარებდა.

თუმცა ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივია. არანაირი დამალული მოსაზრება ლოგოს ავტორს, იანოვს მასში არ ჩაუდია. მან უბრალოდ დახატა ვაშლი, მონაკბეჩი კი მხოლოდ იმისთვის გააკეთა, რომ მომხმარებელს ის სხვა ხილში არ არეოდა. რაც შეეხება ფერად ვაშლს, ეს ის ექვსი ფერია, რომლებსაც MAC-ის პირველი თაობის მონიტორები აღიქვამდნენ. კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასთან ერთად, ლოგოტიპი ერთფეროვანი გახდა.

VAIO

ეს ბრენდი, რომელიც 2014 წლამდე "სონის" ეკუთვნოდა, თავისი ძვირადღირებული ნოუთბუქებითაა ცნობილი. დამზადების მაღალი ხარისხი, ორიგინალური დიზაინერული გადაწყვეტილებები და, რა თქმა უნდა, დიდი ფასი - ეს ყველაფერი VAIO-ა. რაც შეეხება მის ლოგოს, ასოები V და A ანალოგური სიგნალია, რომლის დანახვაც ოსცილოგრაფის ეკრანზე შეიძლება. დანარჩენი ორი ასო - I და O, 1-ისა და 0-სგან შემდგარი ორობითი კოდია, რომელიც ციფრულ ტექნიკას საფუძვლად უდევს. ამგვარად VAIO-ს პროდუქცია ანალოგური და ციფრული ტექნოლოგიების ერთგვარი სინთეზია.

Evernote

ცნობილია, რომ სპილოები ძალიან კარგი მეხსიერებით გამოირჩევინ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამ ცხოველებს სახეების და მოვლენების დამახსოვრებაც კი შეუძლიათ. ამიტომაც ელექტონული სანიშნე Evernote-ის ლოგოზე სპილოა გამოსახული. მისი ყურის კიდე გადაკეცილია. ზუსტად ისე, როგორც ამის გაკეთება ადამიანებს გვჩვევია ჩანიშვნის გაკეთებისთვის.

LG

ერთი შეხედვით, კომპანია LG-ის ლოგო ორი ასოს გარდა არაფერს შეიცავს. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით "სმაილს" - მომღიმარ სახეს დაინახავთ, რომელიც Mac OS 8-ის ოპერაციულ სისტემაში იყო გამოყენებული. უმრავლესობის აზრით, სამხრეთ კორეული კომპანიის ლოგოში კლიენტთან ადამიანური ურთიერთობის აზრია ჩაქსოვილი. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც LG-ის ლოგოში ცნობილი კომპიუთერული თამაშის, PacMan-ის გმირი ამოიცნეს. ის წერტილებს, ბლებს და, ბონუსის შემთხვევაში, საკუთარ მტრებს ჭამს.

XNA

არანაკლებ საინტერესო აზრია ჩახსოვილი Microsoft XNA-ს ლოგოში. ეს სპეციალური პროგრამაა, რომელსაც თამაშების შექმნისთვის პროგრამისტები და გრაფიკოსები იყენებენ. სტაფილოსფერ შტრიხში, რომელიც X ასოს წარმოქმნის, დასახელება XNA მორზეს ანბანით წერია. ტირე, ორი წერტილი და ტირე - ეს X-ია. N - ტირე და ერთი წერტილი. წერტილი და ტირე ეს ასო A არის. შედეგად გამოდის XNA.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს