"მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევით სარგებლობაზე, რომ გადავარჩინო ლარი! შენ?!" - ეროვნული ვალუტის გადარჩენის ახალი გზა?

"მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევით სარგებლობაზე, რომ გადავარჩინო ლარი! შენ?!" - ეროვნული ვალუტის გადარჩენის ახალი გზა?

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარე, ხათუნა ლაგაზიძე ეროვნული ვალუტის გადარჩენის ინიციატივით გამოდის და საზოგადოებას საყოველთაო დაზღვევასა და სახელმწიფო ვაუჩერებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამგვარად სახელმწიფო ბიუჯეტი დაიზოგება, რაც, თავის მხრივ, ლარის დევალვაციას შეაჩერებს:

"მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, იმიტომ რომ გადავრჩინო ლარი! შენ?!

სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ 13 ივნისი არაა. საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს უზარმაზარი სოციალური ვალდებულებები და ხარჯები და უპირველესად, ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის პროგრამა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის, განურჩევლად შემოსავლისა, ჯანმრთელობის დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტს აკისრებს.

იმ პირობებში, როცა საგარეო ფაქტორები ლარის გაუფასურებას შეუქცევადს ხდის, ხელისუფლებას სჭირდება ბერკეტები იმისათვის, რომ ლარის კურსზე ზემოქმედი შიდა ფაქტორები მაქსიმალურად გაანეიტრალოს. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი - ბიუჯეტზე აკიდებული უზარმაზარი სოციალური ვალდებულებების შემცირებაა. ეს არა მხოლოდ ხელისუფლების ვალდებულებაა.

მატერიალური თვალსაზრისით ლარის შემდგომმა გაუფასურებამ საზოგადოებისთვის 13 ივნისზე მძიმე შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ჩვენი სამოქალაქო და სოციალური სოლიდარობა ახლა არანაკლებ საჭიროა.

ამიტომ, ყველამ, ვისაც შემოსავლები საშუალებას გვაძლევს, რომ ტვირთად არ დავაწვეთ სახელმწიფო ბიუჯეტს, უარი ვთქვათ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაფინანსებაზე; ზამთარობით - დენისა და გაზის უფასო ვაუჩერზე.

ხელისუფლებამ კი უნდა დაადგინოს მოქალაქის შემოსავლების ის ზღვარი, რომლის ზემოთაც ადამიანს უნდა ეკრძალებოდეს იცხოვროს სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე. სანამ ხელისუფლებას მოსთხოვ, გააკეთე ის, რაც შენ შეგიძლია. ეს ჩვენი სოციალური და სამოქალაქო ვალია!

მე უარს ვამბობ ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე; დენისა და გაზის უფასო ვაუჩერზე, იმიტომ რომ გადავრჩინო ლარი! შენ?! მარტივად და უბრალოდ: შემოგვიერთდით და გააზიარეთ. ეს ჩვენი საზოგადოების დიაგნოზიც იქნება", - წერს ლაგაზიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს