არსება, რომელსაც ყველაზე დიდი ენა აქვს პლანეტაზე

არსება, რომელსაც ყველაზე დიდი ენა აქვს პლანეტაზე

ბოლივიის ნაციონალურ პარკ მადიდში სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში აღმოაჩინეს ღამურების იშვიათი ჯიში. მილისებრი პირის მქონე ნექტარული ღამურა ყველაზე გრძელი ენის მქონე ძუძუმწოვარია პროპორციების გათვალისწინებით. მას შეუძლია ენის 8,5 სანტიმეტრზე გაწელვა, რომ ღრმა ტროპიკული მცენარეების ნექტარი ამოიღოს. ენის საწყისი ღამურის მკერდშია განლაგებული.

მიუხედავად გიგანტური ზომის ენისა, ღამურას მრავალფეროვანი კვების რაციონი აქვს, რომელშიც შედის ნექტარი, ყვავილების მტვერი და მწერები. მილისებრი პირის მქონე ნექტარული ღამურების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. პირველად ისინი ეკვადორის ტროპიკულ ტყეებში აღმოაჩინეს დაახლოებით ათი წლის წინ. მას შემდეგ გამოიცა მხოლოდ სამი სამეცნიერო პუბლიკაცია, სადაც ეს იშვიათი ცხოველი იყო ნახსენები.

18-თვიანი ექსპედიცია ამაზონის აუზის ზედა ნაწილში ივნისში დაიწყო. მისი მონაწილეები ცდილობენ მადიდის ნაციონალური პარკის პოპულარიზაციას, როგორც ბიოლოგიურად ყველაზე მრავალფეროვანი ადგილის პლანეტაზე.

მადიდის ნაციონალური პარკი 1995 წელს დაარსდა. მისი ფართობი 18 958 კილომეტრია და ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაცულ ტერიტორიად ითვლება მსოფლიოში. იქ 156 სახეობის ძუძუმწოვარი და 914 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს