როგორი უნდა იყოს ქალის იდეალური სხეულის პარამეტრები

როგორი უნდა იყოს ქალის იდეალური სხეულის პარამეტრები

აბერდინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ლაბორატორიულ პირობებში დაამტკიცეს ქალის ფიზიკური მიმზიდველობის კავშირი მისი სხეულის მასასთან მიმართებაში.

ამის თაობაზე ინფორმაცია უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა. კვლევით მეცნიერების საერთაშორისო გუნდი იყო დაკავებული. მათ ჩაატარეს კვლევები ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. არა ყველა, არამედ კონკრეტულ ქვეყნებში, მაგალითად ევროპაში - ავსტრიაში, ლატვიასა და დიდ ბრიტანეთში.

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 1300-ზე მეტმა ადამიანმა. ყოველ მათგანს უჩვენეს 21 ფოტო, რომელზეც ქალის სხვადასხვა მასის სხეული იყო გამოსახული და შესთავაზეს დაელაგებინათ ისინი ფიზიკური მიმზიდველობის ხარისხის მიხედვით.

მეცნიერებმა გამოიმუშავეს შკალა - სხეულის მასის ინდექსი. ის ტრადიციულად განსაზღვრავს წონის სიმაღლესთან მიმართებას. მაგალითად, სმი (სხეულის მასის ინდექსი) 23 ეკუთვნის 170 სანტიმეტრი სიმაღლის და 67 კილოგრამი წონის ქალს.

კვლევამ ცხადყო, რომ ყველაზე მეტად მიმზიდველი ქალები არიან ისინი, რომელთა სმი 17-დან 20-მდეა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს