ავტორი:

საიდუმლოებით მოცული 7 სახლი ამერიკაში, რომელთა ისტორიებიც შეგაძრწუნებთ - ფოტოები

საიდუმლოებით მოცული 7 სახლი ამერიკაში, რომელთა ისტორიებიც შეგაძრწუნებთ - ფოტოები

ფოტოგრაფი სეფ ლოულესი ამერიკის მასშტაბით მოგზაურობს და მიტოვებულ სახლებს იღებს, რომელთაც შემაძრწუნებელი ისტორიები აქვთ. საიდუმლოებით მოცული სახლების ფოტოები და მათი საშიში ისტორიები სეფმა თავის წიგნში "ამერიკული საშინელებათა ისტორია" აღწერა. წარმოგიდგენთ ნაწყვეტს ამ წიგნიდან.

მთავარ ფოტოზე ასახული სახლი 1941 წელს ბორდელი გახლდათ. წლების შემდეგ მის სარდაფში აღმოაჩინეს რამდენიმე გვამი, რომელთაგან ყველას ორგანოები იდეალურ რგოლებად ჰქონდა ამოჭრილი.

ამ სახლში ცხოვრობდა ოჯახი, რომელთაც ოთხი შვილი ყავდათ. მას შემდეგ, რაც მშობლებმა თავი მოიკლეს, 10 წლის განმავლობაში ბავშვები მარტო იზრდებოდნენ სახლში.

მეოცე საუკუნის შუა წლებში ამ სახლში ოჯახური ტრაგედია დატრიალდა. ვინმე ბენჯამინ ოლბრაიტმა ჯერ საკუთარი შვილი მოკლა, შემდეგ ცოლი და ბოლოს თავი მოიკლა. 1985 წლიდან მოყოლებული სახლი ხელუხლებლად დგას, ინახავს ისტორიას და ოჯახის პირად ნივთებს.

ეს სახლი დეტროიტში მდებარეობს, უბანში, რომელიც მშვიდი სამეზობლოთია ცნობილი. ამ სახლზე ამტკიცებენ, რომ მოჩვენებებითაა სავსე. 1942 წელს აქ სამი ადამიანის მკვლელობა მოხდა, რის შემდეგაც იქ არავის უცხოვრია.

ვილა სახელწოდებით "მილანი" ძალიან ცნობილი სახლია. ამბობენ, რომ იქ კუდიანი ცხოვრობდა და ამის გამო ყველას ეშინოდა სახლთან მიახლოება. დადის ხმები, რომ კუდიანის სიკვდილის შემდეგ, ის პირდაპირ სახლში დამარხეს.

ეს სახლი აღმოსავლეთ კლივლენტში, ოჰაიოს შტატში მდებარეობდა, აქ სერიული მკვლელი ენტონი სოუელი გაიზრდა. სახლი ამჟამად დანგრეულია, მაგრამ ვიდრე მას დაანგრევდნენ, მეზობლებს მის სიახლოვეს ტროტუარზე ჩავლაც კი არ სურდათ - ამბობდნენ, რომ სახლიდან საშინელი ხმები ესმოდათ.

ამ სახლის სახელწოდებაა "ვილა ბეილი", ის სერიალის "ამერიკული საშინელებათა ისტორია" ინსპირაციად იქცა. სახლი ჰარტფორდში, კონექტიკუტში მდებარეობს.

ოლივერების ვილა - იდუმალებით მოცული ოლივერების ოჯახი 1898 წელს გაუჩინარდა, ისე რომ, მათ კვალს ვერავინ მიაგნო. ვილა ჩესტერში, პენსილვანიის შტატში მდებარეობს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ოჯახის წევრებს დღემდე ხედავენ სახლის ფანჯრებში...

"რატომ გაქვთ ჩვენზე ასეთი აღგზნება? როცა რუსული თეატრები  ჩამოდიან, მაშინ  ტაშით ხვდებით" - რობერტ სტურუა

ჯო ბაიდენს ძაღლი მოუკვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს თეთრი სახლი

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ