"როგორც შექსპირი იტყოდა, რაღაც დალპა" - პოლიტიკოსების და ჟურნალისტების რეაქცია "იმედზე" თოქ-შოუების დახურვაზე

 "როგორც შექსპირი იტყოდა, რაღაც დალპა" - პოლიტიკოსების და ჟურნალისტების რეაქცია "იმედზე" თოქ-შოუების დახურვაზე

სექტემბრიდან "იმედის კვირა" და "რეაქცია" ეთერში აღარ გავა. არხის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გარკვეული რეფორმა იგეგმება.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ტელეკომპანია "იმედის" განცხადება. არხის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

ირმა ნადირაშვილი: "ბუტკაში ვართ, ერმაკოვის ბუტკაში"

დიანა ტრაპაიძე: "იმედია ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ახსნის ამ ყოვლად გაუგებარ განცხადებას და გადაწყვეტილებას.ძალიან ცუდი"

კახა კუკავა: "ვისაც აინტერესებდა "რუსთავი - 2"-ს პოლიტიკური მოტივით უტევდნენ თუ სამართლიანობის აღდგენა სურდათ.. მე პირადად დავრწმუნდი რომ პოლიტიკური მოტივი არაფერ შუაშია და მართლაც ჩვეულებრივი დავაა მესაკუთრეთა შორის."

ირმა სტეფნაძე: "ევროპის გაოცება დემოკრატიით კარგ მესამე წელს ! ინგა გრიგოლია -ს ორივე გადაცემა დაიხურა...."

ლუბა ელიაშვილი: "ძალიან მეწყინა ეს გადაწყვეტილება. მედია ხელისუფლების სარკეა. სარკეს მაშინ ფარავენ, როცა სახლში მიცვალებული უსვენიათ. რა ხდება დანიის სამეფოში? როგორც შექსპირი იტყოდა, რაღაც დალპა".

თამარ ჩერგოლეიშვილი: "ქართული ოცნების მიერ დახურული გადაცემები ჩამოვთვალოთ:

1) დავით პაიჭაძის თოქშოუ საზმაუზე

2) ეკა კვესიტაძის თოქშოუ საზმაუზე

3) რეაქცია იმედზე

4) იმედის კვირა იმედზე

5) სიჭინავასაც ხურავენ იმედზე?

6) ჟიჟილაშვილის თოქშოუ მაესტროზე

7) ტრაპაიძის და გეგელიას თოქშოუ მაესტროზე

თუ გამომრჩა, დაწერეთ.

ამას გარდა დააყადაღა რუსთავი + ტაბულას მთავარი დონორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, ქვეყანა დაატოვებინა და ის კაცი სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა - ლონდონში.

+ შუბლგახვრეტილი ეროსი კიწმარიშვილი, რუსთავი ორზე სამართლებრივი დავის მთავარი მოწმე."

სოფო ხუციშვილი: "გუნდი, ირომელიც უძალიანესად მიყვარს !!!! საქმე, რომელიც ჩემი ჰაერია !!!! როცა ერთი კარები იხურება, მეორე იხსნება - ახსნიან, იმედია, თუ ახსნა აქვს ამ ყველაფერს - იმედია, იმედია , იმედია ... რამდენი იმედია გამომივიდა ამ " უიმედო " დღეს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს