ავტორი:

ენა - ორგანიზმის სარკე

ენა - ორგანიზმის სარკე

ენა სხეულის უნიკალური ნაწილია, რომელიც ასე აუცილებელია ყველასთვის. მისი მეშვეობით ვურთიერთობთ, ვიღებთ საკვებს, პირის ღრუს ჯანმრთელობას ვუწყობთ ხელს და მთელი ორგანიზმის მდგომარეობის გაგებაც კი შეიძლება.

ენის დანახვისას გამოცდილი ექიმი ბევრ რამეს ეტყვის პაციენტს. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ ენა გულის გაგრძელებაა, ამიტომ მის მდგომარეობას ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღებას.

ჩაიხედეთ სარკეში და ახლავე დაითვალიერეთ ენა, რომ დაახლოებით მიხვდეთ, გაქვთ თუ არა განგაშის საფუძველი.

ჯანმრთელი ენა

"ჯანმრთელი" ენის ფერი ყოველთვის თაბაბრად ვარდისფერია, თვითონ ორგანო კი სველია, ნადების, ლაქების, ხაოების გარეშე. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯანსაღია და კარგად ფუნქციონირებს საკვების გადამუშავების პროცესში.

1. მსუბუქი თეთრი ნადები ენაზე

ასეთი ენა ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე მიანიშნებს. რაკი ამ ერთი ნიშნით ძნელია ზუსტი დიაგნოზის დასმა (შეიძლება იყოს როგორც დაბალი მჟავიანობა ან კუჭის წყლული), ექიმთან მისვლა ჯობს.

2. სქელი თეთრი ნადები

თუ ენა სქელი თეთრი ნადებით გაქვთ დაფარული ეს არც ისე კარგის ნიშანია. ორგანიზმში ზოგიერთი სისტემა ვერ ასრულებს თავის ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. ასევე ეს შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციის ნიშანი.

3. ყვითელი ნადები ენაზე

ამ ტიპის ნადები ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებზე მიანიშნებს. ასევე შეიძლება იყოს საჭმლის მონელების პრობლემების ნიშანი.

4. არათანაბრად შეფერილი, დაწყლულებული ენა

ე.წ. გეოგრაფიული ენა კუჭ-ნაწლავის დაავადებების ნიშანია. თუ ეს ლაქები და ხაზები იმდენად ღრმაა, რომ ნაპრალებს ჰგავს, ეს სისხლში საქრის მომატებულ შემცველობაზე მიანიშნებს. ზუსტი დიაგნოზის დასმაში ექიმი დაგეხმარებათ წაიკითხეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს