დედას ორი თვის ბავშვი სუპერმარკეტში დარჩა

დედას ორი თვის ბავშვი სუპერმარკეტში დარჩა

ამერიკის შტატ არიზონას მცხოვრებმა ქალმა საკუთარი ორი თვის შვილი პროდუქტების კალათში დატოვა. როგორც "დეილი მეილი" იტყობინება, 27 წლის ჩერიშ პეტერსონი სამ შვილთან ერთად მივიდა სუპერმარკეტში, რათა დის შვილის დაბადების დღისთვის ტკბილეული ეყიდა.

კალათში დატოვებული ბავშვი პოლიციის თანამშრომელმა აღმოაჩინა. სახლში მისული პეტერსონი მიხვდა, რომ შვილი სუპერმარკეტში დატოვა. ქალი ირწმუნება, რომ ბავშვის წამოსაყვანად დაახლოებით ორმოც წუთში მივიდა. პოლიციელებმა მას ბავშვი დაუბრუნეს. თუმცა, უფლებადამცველ ორგანიზაციას განცხადება გადასცეს მომხდარის შესახებ, რომ დედა შვილს პოტენციურ საფრთხეს უქმნიდა.

მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ პრესაში გახდა ცნობილი, ინტერნეტის მომხმარებლებმა ქალი შვილების ცუდ მოვლაში დაადანაშულეს. დაიწერა, რო ის მთვრალი იყო ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. კრიტიკის საპასუხოდ ქალმა განაცხადა, რომ ძალიან უყვარს თავის შვილები და მომხდარი უბრალო შემთხვევითობა იყო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს