3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით მწერლებისა და მხატვრებისთვის. დახმარებისთვის ნათესავებს მიმართეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

კურო

სიახლის ძიებაში შეიძლება ან ძველ საქმიანობას ან ჰობის დაუბრუნდეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულინარიული შედევრების შესაქმნელად.

ტყუპი

მეგობრების დახმარებით სირთულეებს დაძლევთ და გეგმების განხორციელებას შეძლებთ. შემოქმედებითი იდეები კი ფურცელზე ჩაიწერეთ, რათა არ დაგავიწყდეთ.

კირჩხიბი

სამსახურის საქმეების პარალელურად ნურც საოჯახო ვალდებულებებს დაივიწყებთ. შესაძლოა, ახალი დამხმარე გამოგიჩნდეთ, რომელიც შრომას შეგიმსუბუქებთ. საღამოს ვარსკვლავები სიურპრიზს გპირდებიან.

ლომი

დღეს დახმარებისთვის მოგმართავენ და უარი არ უთხრათ. სწორედ თქვენი სიკეთისა და გულუხვობისთვის უყვარხართ

მეგობრებსა და ახლობლებს.

ქალწული

მართალია, მთელი დრო და ენერგია საქმისკენ გაქვთ მიმართული, მაგრამ ნურც საყვარელ ადამიანს დაივიწყებთ, თბილი მოპყრობითა და გულახდილი საუბრით გააუმჯობესეთ მასთან ურთიერთობა.

სასწორი

სამსახურის საქმეები გაგიუმჯობესდებათ, თუ ინიციატივას გამოიჩენთ და კოლეგებს უხელმძღვანელებთ. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დიდი ხნის უნახავი მეგობრები გამოჩნდნენ. ზოგსაც საზღვარგარეთ გამგზავრებას შესთავაზებენ.

მორიელი

გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. ნუ ენდობით ჭორებს და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ მისთვის.

მშვილდოსანი

ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და დაიწყეთ მათი განხორციელება. თუ გართობაზე არ მოცდებით, ყველაფერს დროზე გააკეთებთ.

თხის რქა ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს