როგორ დავიცვათ კანი გამოშრობისგან?

როგორ დავიცვათ კანი გამოშრობისგან?

როგორ დავიცვათ ცხელ ზაფხულში კანი გამოშრობისგან? რომელი კრემები, ნიღბები, ტონალური საცხები თუ სხვა კოსმეტიკური საშუალებები გამოვიყენოთ?

კოსმეტოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ კანი სწრაფად დაკარგავს ელასტიკურობას და სიმკვრივეს, თუ უჯრედებს მოაკლდათ სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტი - სითხე. სილამაზის კოქტეილები, რომლ­ებსაც შეიცავს დამანოტივებელი კოსმეტიკა, აღმოფხვრის სიმშრალესა და დაჭიმულობას, რომელიც ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. მთავარია, კანს რეგულარულად მოვუაროთ. კანის მოვლისთვის განკუთვნილი მაინც რომელი საშუალებებია ყველაზე ეფექტური და რამდენად ხშირად შეიძლება მათი გამოყენება?

გამაგრილებელი შხეფები

თერმული წყალი ძალიან კარგია კანის ექსტრემალური გამოშრობისა და გადახურების დროს. სასხურებელი ადვილად თავსდება ქალის ხელჩანთაში, ხოლო მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შენობის გარეთ, ისე შენობაშიც. წყალი სახეზე 10-15 სმ მანძილიდან უნდა ისხუროთ. ამ დროს ფლაკონით ჰაერში უნდა მოხაზოთ წრე ან რვიანი. უმჯობესია, წვეთები სახეზე არ შეიშროთ - ფაქიზად მოიშოროთ ხელსაწმენდით. ყველა კომპანიას თერმული წყლის თავისი წყარო აქვს, რომლებიც შემადგენლობით განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგში უფრო მეტია ნატრიუმი, ზოგში - კალციუმი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, რომელშიც ბევრი მარილია. მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის სასარგებლოა თერმული წყალი მარილის მცირე შემცველობით. სანამ კანი გაშრება, წაისვით დამატენიანებელი საცხი ან ნიღაბი - ამით ორმაგ ეფექტს მიიღებთ.

მუდამ ტონუსში

კანის ყოველდღიური მოვლა, განსაკუთრებით - ზაფხულში, მატონიზებელი ლოსიონის ან მიცელიარული წყლის გამოყენებასაც გულისხმობს. მარგებლობის თვალსაზრისით ამ საშუალებებს შეიძლება კოსმეტიკის ლიდერებიც ვუწოდოთ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს