პოლიციის მობილიზაცია სოფლებში მევენახეების პროტესტის აღსაკვეთად

პოლიციის მობილიზაცია სოფლებში მევენახეების პროტესტის აღსაკვეთად

სართვლოდ კახეთში საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა დღეს, სიღნაღის და გურჯაანის სოფლებში მობილიზებული პოლიციის ჯგუფები გადაიღო. ამ სოფლებში ყურძენი უკვე მომწიფდა, ღვინის ქარხნები კი ჯერ არ იბარებენ.

პირად საუბარში პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დავალებული აქვთ, ყურძნის დაბალი ფასის გამო სოფლებში მევენახეების მასობრივი შეკრება და გზის გადაკეტვა არ დაუშვან. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პოლიციელები ჩვეულებრივ პატრულირებენ.

სოფლებში პოლიციის მობილიზაციის ამსახველი ვიდეომასალის გადაღების შემდეგ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მანქანა გააჩერეს და 50 ლარით დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, ყურძენზე დაბალი ფასის გამო, სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში მევენახეებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაში 200-მდე მევენახე მონაწილეობდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემხვევაში თუ ღვინის ქარხნებმა ყურძნის მიღება არ დაიწყეს და ფასი არ გაზარდეს, მევენახეები მასობრივ საპროტესტო აქციებს გამართავენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა