ვინ კურირებს გუბერნიაში საკადრო პოლიტიკას

ვინ კურირებს გუბერნიაში საკადრო პოლიტიკას

გურიის გუბერნიაში ჩატარებული კონკურსის შედეგები და ახალ თანამდებობზე დანიშნული საჯარო მოხელების ვინაობა "გურია ნიუსისთვის" უკვე ცნობილია. გურიის გუბერნიაში საკონკურსო-საატესტაციო ციებ-ცხელება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, გუბერნიაში საკადრო პოლიტიკას მისი მოადგილე სოსო ერქომაიშვილი კურირებს.

"მიმართეთ ბატონ სოსოს, რადგან ის იყო საკონკუროს-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მე არც არავის განთავისუფლებასა და არც დანიშვნაში არ ჩავრეულვარ, არ მიმიღია ამ პროცესებში მონაწილება", - აცხადებს სალუქვაძე.

გურიის გუბერნატორის მოადგილის, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის სოსო ერქომაიშვილის განცხადებით, გუბერნიაში გამოცხადებულ 9 ვაკანსიაზე 151 აპლიკნატს ჰქონდა განაცხადი შეტანილი, აქედან მეორე ეტაპზე 131 პირი გადავიდა.

გუბერნიის აპარატში კონკურსის საფუძველზე დასაქმებული საჯარო მოხელეების სია ასეთია:

გუბერნიის აპარატის უფროსის მოადგილე ანა კიშინსკი იქნება, მთავარ სპეციალისტად შესყიდვებში მარიამ დიდმანიძე იმუშავებს, ხოლო მთავარი სპეციალისტი კვლევა-ანალიზის დარგში ნესტორ რამიშვილი იქნება. რამიშვილს, ერქომაიშვილის განმარტებით ტყის თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები აქვს ჩაბარებული. ასევე მას ეხება, ტყიდან პირველადი და მეორადი მასალების დამზადებასა და გამოტანასთან დაკავშირებით პროექტების განხორციელება და აღნიშნული საკითხების კოორდინირება. აპარატში, უფროსი სპეციალისტი ბუღალტერი - თამარ გიორგაძე იქნება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უფროსი სპეციალისტად სოფო კაშია, ტეკნიკური მიმართულებით კი, მნე - ბადრი კვირკველია დაინიშნა.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან სამსახურის უფროსს, ამ პოსტზე რევაზ ჯანელიძე დაინიშნა, ხოლო უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გოჩა ჯაში; სპეციალისტად ნანი ჯახუტაშვილი-გოგელია.

როგორც ერქომაიშვილი " გურია ნიუსთან" აღნიშნავს გუბერნიაში სხვა საკადრო ცვლილებები გუბერნიაში არ იგეგმება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა