5 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელიც სამყაროს მუსულმანებმა აჩუქეს

5 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელიც სამყაროს მუსულმანებმა აჩუქეს

ხუთი რამ, რის გარეშეც ჩვენი  ყოველდღიურობა წარმოუდგენელია, და რაც მუსულმანების გარეშე შესაძლოა, არასოდეს გვქონოდა.

ყავა

სასმელი, რომლის გარეშეც ბევრს არსებობა ვერ წარმოუდგენია, სამყაროს არაბებმა აჩუქეს. ლეგენდის თანახმად, ყავის აღმომჩენი თხებს მიერეკებოდა, როდესაც შეამჩნია, რომ ცხოველები გაცილებით მხნედ იქცეოდნენ, როდესაც ყავის ხის ნაყოფს მიირთმევდნენ.

ფოტოაპარატები და ვიდეოკამერები

დღეს არსებული ფოტო და ვიდეოკამერები მუსულმანი მათემატიკოსის, იბნ ალ ჰაისამის წყალობით გაჩნდა. მან შენიშნა, რომ შუქს შეეძლო გამოსახულების პროეცირება. თავის დაკვირვებები მან შვიდ სამეცნიერო წიგნში აღწერა და შთამომავლებს კამერა ობსკურა დაუტოვა - თანამედროვე ფოტოაპარატების პირველი სახეობა.

პარაშუტი

პირველი პარაშუტი აბას იბნ ფირნასმა მოიგონა. მისი აღმოჩენა შემთხვევით ხასიათს ატარებდა. თავიდან მას სურდა, ფრთები დაემზადებინა ფრენისათვის. ფირნასი თავის ფრთებით მეჩეთიდან გადმოხტა, ფრენა ვერ შეძლო, მაგრამ დაცემა საგრძნობლად შეუნელა ფრთებმა და მეცნიერი არ დაშავებულა.

საპონი და შამპუნი

არაბული ქვეყნების ცხელმა კლიმატმა მისი მცხოვრებლები აიძულა, დიდი ყურადღება დაეთმოთ ჰიგიენისათვის. ყოველდრიური ბანაობა ისლამის ერთ-ერთი მოთხოვნაა. საპონი ძველ ეგვიპტელებს, ბაბილონელებს და რომაელებსაც ჰქონდათ, მაგრამ მუსულმანებმა საგრძნობლად გააუმჯობესეს ის მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ შემადგენლობაში არომატული ზეთები შეეტანათ.

ხალიჩები

ხალიჩები მუსულმანებისთვის სამოთხის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მათი დამზადების ტექნიკა ჯერ კიდევ ძველ დროში უმაღლეს დონეზე სრულდებოდა. სწორედ ამიტომაა სპარსული ხალიჩემი მთელ მსოფლიოში ცნობილი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს