"არ უნდა ჩამერთო ტელევიზორი, მთელი ღამე არ დამეძინა" - ნათია ფანჯიკიძე გუშინდელ "არჩევანზე" წერს

"არ უნდა ჩამერთო ტელევიზორი, მთელი ღამე არ დამეძინა" - ნათია ფანჯიკიძე გუშინდელ "არჩევანზე" წერს

გუშინ, "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანი" სხვადსხვა არხის ჟურნალისტებს დაეთმო, რომლებიც დახურული პოლიტიკური თოქ-შოუებისა და ეთერიდან მოხსნილი წამყვანების შესახებ საუბრობდნენ. გადაცემას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქზე" გამოეხმაურა:

"არ უნდა ჩამერთო გუშინ ტელევიზორი, მთელი ღამე არ დამეძინა. ეკა მიშველაძისთვის უთქვამთ, ასით მეტი წელი რომ გემუშავა ჟურნალისტიკაში, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე გათხოვილის ადგილი სანამ რამეს დააშავებს, მანამდეა კუხნაშიო, ხოდა ამეშალა ფიქრები, ხომ არ წავიდე დიდი ქართული ფსიქიატრიიდან? ისე თვალსაჩინოდ, სხვებზე უკეთ ნამკურნალებია ჩემი ქმარი, რომ საკუთარი ნეპოტიზმის სუნი თვითონვე მეცა. ვიბორგე, ვიფიქრე, დავირცხვინე და...

ერთადერთი რაც მამართლებს, ისაა, რომ ქართულ პოლიტიკაში კარგად ნამკურნალები ფსიქიკა არანაირად არ ზრდის წარმატების შანსს. დანაშაულის გრძნობა ლოდივით მომეხსნა გულიდან.

დილა მშვიდობის კეთილო ხალხო" - წერს ნათია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს