მილიარდერები, რომელთაც ქონება დაკარგეს

მილიარდერები, რომელთაც ქონება დაკარგეს

მიმდინარე წელს მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობად რეკორდულ რაოდენობს მიაღწია - "ფორბსის“ მონაცემებით, მათი რიცხვი 1 826-მდე გაიზარდა.

რეიტინგს 290 ახალი სახე შეემატა, ხოლო მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონების საერთო მაჩვენებელმა 7.05 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მათგან 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 4.7 ტრილიონი დოლარია.

თუმცა, არიან მილიარდერები, რომელთან წლების განმავლობაში დაგროვილი ქონება სხვადასხვა მიზეზებით დაკარგეს. გამოცემა The Richest იმ მილიარდერების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთაც მილიარდერის სტატუსი დაკარგეს.

მარტა სტიუარტი

ყოფილი მოდელი, რომელმაც ფაქტობრივად ნულიდან შექმნა უმსხვილესი მედიაიმპერია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნეს ლედია. მარტა სტუარტი მილიარდერი გისოსებს მიღმა გახდა, როდესაც მისი კომპანიის აქციების ფასი 90%-ით გაიზარდა. რამდენიმე წლის წინ სტუარტს 5-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ინსაიდერული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისთვის. თუმცა, მილიარდერის სტატუსი მარტა სტუარტმა რამდენიმე კვირაში დაკარგა, როცა მისი აქციების ფასი 40%-ით დაეცა.

რობერტ ჯონსონი

Black Entertainment Television-ის დამფუძნებელი რობერტ ჯონსონი პირველი აფროამერიკელი მილიარდერია მსოფლიოში. ქონება მან მედიაკონგლომერატის კომპანია "ვიაკომისთვის“ 3 მილიარდ დოლარად გაყიდვის შემდეგ დააგროვა. თუმცა, მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ჯონსონს ყოფილი მეუღლისთვის 1,2 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწია. მას ასევე პრობლემები შეექმნა 2004 წელს, როცა მისი კომპანიის აქციების ფასი დაეცა. რობერტ ჯონსონი მილიარდერის სტატუსს არა, მაგრამ ქონების დიდ ნაწილს შეელია.

ტომას ფრიდმენი

ტომას ფრიდმენი "ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობილი ჟურნალისტი გახლავთ. ბევრი მილიარდერისგან განსხვავებით, რომელთაც ქონების დაგროვება დიდი შრომის ფასად მოუწიათ, ტომას ფრიდმენს ნამდვილად გაუმართა. რამდენიმე წლის წინ მან ცოლად შეირთო მილიარდერი ანი ბაქსბომი, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო 3,6 მილიარდი დოლარის ქონება უძრავი საინვესტიციო კომპანიის სახით. თუმცა, უძრავი ქონების ბაზარზე დაწყებული კრზისის გამო, ფრიდმანის მეუღლის კომპანიის ფასი 25 მილიონ დოლარამდე დაეცა.

ბარბარა დევისი

ბარბარა დევისი Davis Petroleum-ის მილიარდერი მფლობელის მარვინ დევისის ქვრივია. 2004 წელს, მარვინ დევიდის გარდაცვალების შემდეგ, "ფორბსმა“ მისი ქონება 5,8 მილიარდ დოლარად შეაფასა. დევისის ქონება მთლიანად ერგო მის ქვრივსა და შვილებს. თუმცა, რამდენიმე წლის წინ დევისების კომპანია მთლიანად გაკოტრდა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს