შემოდგომა ნიუ-იორკში
შემოდგომის ნიუ-იორკი ნამდვილად მოგანდომებთ ჩამოცვენილი ფოთლებით სავსე პარკში გასეირნებას. სწორედ ამ პარკში, რესტორნის დირექტორი უილ კინი შეყვარებულს შორდება და მაშინვე ხედავს შარლოტა ფილდინგს. საღამოს კი საკუთარ რესტორანში ხვდება. უილის ახალი სასიყვარულო თავგადასავალი იწყება, მაგრამ მოულოდნელად იგებს, რომ მისი შეყვარებული ავადაა.
შემოდგომის ლეგენდები
ლადლოის ოჯახის ისტორია - იმპულსური და რომანტიკული სამი ძმის თავგადასავალი. ასევე მამასა და ახალგაზრდა ლამაზ ქალზე, რომელიც თითოეული მათგანის ცხოვრებას შეცვლის. მოქმედება თვალწარმტაც ბუნებაში მიმდინარეობს, მისი ყურება არასდროს მოგბეზრდებათ.
სახლი ტბასთან
ულამაზესი სიყვარულის ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ შეყვარებულებს დროც ვერაფერს აკლებს. ექიმი კეიტ ფორსტერი ტბასთან სახლს მიატოვებს და საცხოვრებლად სხვაგან გადადის. წასვლის წინ კეიტი ახალ მაცხოვრებელს წერილს უტოვებს. სახლში საცხოვრებლად წარმატებული არქიტექტორი ალექს უაილერი გადმოდის. ის კეიტს საპასუხო წერილს სწერს. წერილებიდან იგებენ რომ სხვადასხვა დროში ცხოვრობენ.
სიამაყე და ცრურწმენა
ჯეინ ოსტინის რომანის თანამედროვე ეკრანიზაცია. ფილმს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მაგრამ შეუძლებელია არ მოგხიბლოს თანამედროვე ფილმის ულამაზესმა ფერთა გამამ და ინგლისის შესანიშნავმა პეიზაჟებმა. ნიჭიერი მსახიობები და ლამაზი კოსტიუმები გულგრილს ვერავის დატოვებს.