28 სექტემბერს 4 "სისხლიანი მთვარე" სამყაროს აღსასრულს გამოიწვევს? - ნასამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა

28 სექტემბერს 4 "სისხლიანი მთვარე" სამყაროს აღსასრულს გამოიწვევს? - ნასამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა

ამერიკის აეროკოსმოსური სააგენტო ოფიციალური განცხადებით გამოვიდა, სადაც ნათქვამია, რომ "სისხლიანი მთვარეები", რომელსაც მაშტაბურად განიხილავენ ინტერნეტში, არ გამოიწვევს სამყაროს აღსასრულს.

ბოლო თვეებია ინტერნეტში ფართოდ საუბრობენ 28 სექტემბერს "დანიშნულ" სამყაროს დასასრულზე. მომხმარებლების აზრით, აპოკალიფსი მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც ცაზე ოთხი სისხლიანი მთვარე გამოჩნდება. ამის შემდეგ დედამიწას ასტეროიდი დაეჯახება.

სისხლიან მთვარეს უწოდებენ ოთხი მთვარის დაბნელების სერიას, რომელიც მცირე დროის სხვაობით მოხდება თვის ბოლოსკენ. ამ თეორიის ირგვლივ გაჩენილი მრავალრიცხოვანი კომენტარების გამო, ნასამ გადაწყვიტა ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა მომავალი დაბნელებების შესახებ.

ივლისში და აგვისტოში ამერიკაში და დასავლეთის ქვეყნებში რიგი ქრისტიანული სექტები ავრცელებენ ხმებს, რომ პასტორ ჯონა ჰეგის "წინასწარმეტყველება" ხდება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2015 წლის სექტემბერს სამყაროს აღასრული დადგება მას შემდეგ, რაც დედამიწას მეტეორი შეეჯახება.

ნასას თქმით, დედამიწის ასტეროიდთან შეჯახების ყველაზე მაღალი რისკიც კი 0,01 პროცენტს არ აჭარბებს და ამ წლის სექტემბერში, სააგანტოს მონაცემებით, ჩვენი პლანეტა არანაირ ციურ ობიექტთან არ იქნება სიახლოვეს. ამას გარდა ნასაში ისიც აღნიშნეს, რომ უახლოესი ასი წლის მანძილზე ასტეროიდების მხრიდან დედამიწას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს