ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მადლობას უხდის.
"ხალხი ბრბოა - ეს გამონათქვამი ეხება არა ცალკეულ ადამიანებს, არამედ მათ მასას. ვინაიდან პროფესორებიდან შემდგარი მასაც კი, როგორც კი შეიკრიბება, უცებ ბრბოდ იქცევა, ანუ 8 წლის ბავშვის პრიმიტიული აზროვნებით მოქმედებს. მასას კი უკვე ინსტიქტები მართავს და არა აზროვნება - ეს არის მიტინგური ფსიქოლოგია, უფრო სწორედ მიტინგის ფსიქოზი. აკვიატებული აზრი ასეთი კოლექტიური აზროვნების მთავარი ნაწილია - მას ალტერნატიული აზრი უკვე აღარ ესმის. ასეთია ნებისმიერი ერი, მათ შორის ასეთები ვართ ქართველებიც. შავ-თეთრი აზროვნება, კერპთაყვანისმცემლობა, სისასტიკე, უმადურობა და ა.შ. სწორედ კოლექტიურ, მიტინგურ აზროვნებას ახასიათებს.
უწმინდესი ამ შემთხვევაში გვასწავლის - ილოცე შენს მტერზე თუ გინდა, რომ მშვიდობა სუფევდეს- უფალი თავად მიაგებს ყველას ჩადენილის მიხედვით. ძნელი შესასრულებელია ისევე, როგორც მეორე ლოყის მიშვერა, ერთში რომ გაგარტყავენ. მაგრამ შენდობას მართალც ალტერნატივა არ გააჩნია და ასაკში ხვდები ამ სიბრძნეს. დასავლური ცივილიზაცია სწორედ ამ პრინციპზეა შემდგარი: სახელმწიფოში კანონამა უნდა გადაწყვიტოს ვის რა ბრალი მიუძღვის საზოგადოების წინაშე და ვინ არის მართალი, რა არის დასაშვები და რა დაუშვებელი, და არა რომელიმე რელიგიური თუ პოლიტიკური ჯგუფის შეხედულებებმა.
ამ შემთხვევაში მადლიერების გრძნობას ვეხები. კერპების შექმნქას სჯობს ადამიანზე მისი კონკრეტული საქმეებით ვიმსჯელოთ. მაგალითად დავით სერგიენკოს დროს განხორციელებული "ც" გეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გამოგვადგება. რომელიც ერის გადარჩენის ტოლფასია. და რატომღაც იმათგანაც კი, ვინც ამ პროგრამით სარგებლობს, იშვიათად გაიგებ მადლობას. თითქოს სახელმწიფო ვალდებულია მათ უფასოდ უმკურნალოს. იმას კი არ ფიქრობენ, რომ ასეთი მაგალითი მსოფლიოში ცალი ხელის თითებზეა ჩამოსათვლელი და შეიძლება ბადალიც კი აღარ ჰყავდეს, რაც ეგვიპტეში შეწყდა მისი განხორციელება.
მე შევეჩვიე უმადურობას. 5 წელი მკურნალობას გავანებე თავი ფინანსური კრიზისის გამო. ვინაიდან მთელი ჩვენი შემოსავლი და ქონება ხელისუფლებისა და ცუდი გადამხდელების მიერ გაძარცვული "ცენტრ-პოინტის" გადარჩენას და ვალების გასასტუმრებას ხმარდებოდა. გადაურჩინეთ კიდეც ჩვენს კლიენტებს თავისი ქონება. თუმცა მადლიერი, როგორც ყოველთვის, თითქმის არავინ არის. ეხლა კი თავიდან დავიწყე მკურნალობა სწორედ ახალი სახელმწიფო პროგრამით. ვინაიდან ათი ათასობით საჭირო სამკურნალო თანხა ჩემთვისაც კი მიუწვდომელი იყო, სოციალურად დაუცველებზე რომ არაფერი ვთქვა. ერმა უნდა ისწავლოს მადლობის გადახდა, ადამიანის დაფასება იმ კარგი საქმეეებისათვის, რასაც ესა თუ ის პოლიტიკოსი აკეთებს. შევარდნაძე იქნება ეს, სააკაშვილი თუ ივანიშვილი. და აკრიტიკოს ისინი მხოლოდ შეცდომებისათვის. მადლობა დავით სერგიენკოს", - წერს რჩეულიშვილი.