"ეს ინტერნეტი, ფეისბუქი და მობილურ-სმარტფონები რომ არ იყო..." - როგორ შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩვენი ყოველდღიურობა

"ეს ინტერნეტი, ფეისბუქი და მობილურ-სმარტფონები რომ არ იყო..." - როგორ შეცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩვენი ყოველდღიურობა

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი იმაზე, თუ როგორ შცვალა თანამედროვე ტექნოლოგიებმა ადამაინების ცხოვრება:

"ეს ინტერნეტი, ფეისბუქი და მობილურ-სმარტფონები რომ არ იყო, იყო ხალხი თავისთვის, ჰქონდა ურთიერთობა მხოლოდ უშუალო ნაცნობთა წრესთან, სამყაროზე წარმოდგენას იქმნიდა წიგნებით, ჟურნალ-გაზეთებით და ტელევიზიით, რომელიც იყო სულ ორი - თბილისის (ამჟამინდელი პირველი არხი) და მოსკოვის ("მეცხრე არხს" რომ ვეძახდით და არ დამიწყოთ ახლა "ოლიგარქი ბიძინა" და ა.შ. სულ სხვა თემაზე ვწერ) და უნდა მეზობელზე იეჭვიანებდა, უნდა ნათესავზე დაიბოღმებოდა, უნდა მეგობარს გამოუთხრიდა ჩუმად ძირს, უნდა ანონიმკებს დაწერდა თანამშრომელზე და უნდა რაც უნდა იმ სისულელეს იტყოდა - მის უშუალო ნაცნობთა წრეს ეს ამბავი მაინც არ გაცდებოდა.

ახლა? ამ ელექტრონული კომუნიკაციების წყალობით ცხოვრებაში რომ არასდროს გექნებოდა გადაკვეთა ისეთ ხალხთან გიწევს შეხება, ვერასდროს რომ ვერ გაიგონებდი ისეთი რაღაცეები გესმის და დედა რას ხედავს ჩემი თვალებიო რომ იტყვი, ისეთ რაღაცეებს ხედავ. მოკლედ, ძალიან ტრანსფარენტული გახდა ჩვენი არსებობა: ათასი ოხერი გიყურებს, გისმენს, გაკვირდება და ნერვებს გიშლის. ყოველი შენი სიტყვა თუ საქმე პრაქტიკულად სულ "ნავიდუა" და ამისთვის სულაც არაა საჭირო დიდი ცნობადობა. არა არს დაფარული, რაიცა არ გაცხადდეს.

ამის მერე კიდევ იტყვიან, ინტერნეტი ეშმაკის მოგონილიაო, მე მგონი პირიქით. ნანა ზარდიაშვილს ჰქონდა საინტერესო მოსაზრება, რომ ეშმაკის მოგონილი ტელევიზორია, რომელიც სხვა ადამიანებისგან გვწყვეტს, ხოლო ამის საპირწონედ ღმერთმა შექმნა ინტერნეტი. გამოგვაჭენა საქვეყნოდ და ახლა თუ თვითიზოლაციაში არ გადავარდები, ანუ ფაქტობრივად კომუნიკაციურ ბერად თუ არ აღიკვეცები ერისკაცობაში და ელექტრონულ კომუნიკაციებისგან შორს არ დაიჭერ თავს, ვერც მტერს დაემალები და ვერც მოყვარეს.

მოკლედ ერთი დიდი აბანო გახდა ეს ცხოვრება თეთრიც რომ ჩანს და შავიც. გამრჩევი თქვით თქვენ ოღონდ, გამრჩევი..." - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს