ცოტა ხნის წინ რუსთავში, ცურტაველის მოედანზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, ქალაქის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდიდან მაღალი სიჩქარით მოძრავი შავი ფერის "ბე-ემ-ვე", ცურტაველის მოედანზე გმირთა მემორიალს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მძღოლი, 27 წლის ლ.ნ. ადგილზევე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.