დიეტური სასმელების მოყვარულებს გატყუებდნენ!

დიეტური სასმელების მოყვარულებს გატყუებდნენ!

სასმელები, რომლებსაც ნული ან მინიმალური კალორიების შემცველობა აქვთ და რომელსაც ასაღებენ, როგორც დიეტურ სასმელს, სინამდვილეში საპირისპირო ეფექტს იძლევა. ასეთ დასკვნამდე ილინოისის შტატის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი მივიდა.

ექიმ ანა რაპენგენის ხელმძღვანელობით მეცნიერებმა შეისწავლეს საკითხი, გააანალიზეს 22 000 ზრდასრული ამერიკელის გამოკითხვის შედეგები, რაც ათი წლის განმავლობაში დააგროვეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაბალკალორიული სასმელის მოყვარულები მოტყუებულნი რჩებიან.

ირკვევა, რომ ის, ვინც დაბალკალორიულ სასმელს იღებდა, შემდეგ გაცილებით ბევრს ჭამდა. საშუალოდ, ისინი დამატებით 69 კალორიას იღებდნენ.

ამ ეფექტს მეცნიერები ორნაირად ხსნიან. პირველის თანახმად, დაბალკალორიული სასმელის მოხმარების შემდეგ ადამიანები თვლიან, რომ შეუძლიათ დამატებითი ტორტის ნაჭერი შეჭამონ, რადგან სასმელით კალორიები არ მიუღიათ. მეორეს თანახმად, ასეთი სასმელი უბრალოდ უსარგებლოა ორგანიზმისთვის და მისი კომპენსირება დამატებითი საჭმლით ხდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს