სოფელ ღორთუბანში გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში ტარდება

სოფელ ღორთუბანში გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში ტარდება

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში, სადაც სამი თვის წინ სკოლის შენობა დაიწვა, მოსწავლეები დროებით კერძო სახლში ისწავლიან. გაკვეთილების ჩასატარებლად სკოლას ფართი ადგილობრივმა მცხოვრებმა დაუთმო.

ღორთუბნის საჯარო სკოლის მასწავლებლის მარინა რეხვიაშვილის განმარტებით, გაკვეთილებს დროებით შენობის მეორე სართულზე ჩაატარებენ, პირველ სართულზე კი ბინის მესაკუთრე იცხოვრებს.

"პატარა სივრცე არ არის. რესურსცენტრიდან და ინფრასტრუქტურიდან იყვნენ, შეამოწმეს. როგორც დირექტორმა თქვა, ახალი სკოლა აუცილებლად აშენდება", - ამბობს მარინა რეხვიაშვილი.

სკოლის დირექტორი რომან მარკოიძე ირწმუნება, რომ მომავალ წელს სოფელს ახალი სკოლა ექნება: "უკვე დაგეგმილია, მომავალი წლისთვის შენობა დასრულებული იქნება".

ღორთუბნის საჯარო სკოლაში 37 მოსწავლე სწავლობს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა